დიმიტრი ქუმსიშვილი სპეციალური ეკონომიკური ზონის ინოვაციური მართვის სისტემის ექსპერტებს შეხვდა
01-03-2018

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ამერიკელ პროფესორს, ინტერნეტისა და კომუნიკაციის სამართლის ექსპერტს, Cato Institute-ის მკვლევარს ტომ ბელსა და ეკონომიკური ზონების განვითარების კონსულტანტს მაიკლ კასტ მილერს შეხვდა. ისინი საქართველოში კომპანია „ანაკლია სითის“ მოწვევით იმყოფებიან. მათი ვიზიტის აღნიშნული კომპანიისთვის ქალაქისა და ეკონომიკური ზონის შესახებ კონსულტაცია, გამოცდილებისა და მსოფლიოს თანამედროვე და წარმატებული ანალოგების გაზიარებაა.    

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს სპეციალური ეკონომიკური ზონების ინოვაციური მართვის საერთაშორისო სისტემებსა და იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც საქართველოს აქვს ამ მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ანაკლიაზე, სადაც ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაგეგმილია ლოგისტიკური და ინდუსტრიული ზონის განვითარება. აღინიშნა, რომ ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ანაკლიის ქალაქგეგმარებით კონცეფციაზე, რომელსაც ბრიტანული კომპანია BuroHappold Engineering. 

შეხვედრას ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე და კომპანია „ანაკლია სიტის“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ბოჭორიშვილი. 


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©