ეკნომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადება
16-03-2018

დღეს, 16 მარტს, გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე, პირველადი ინფორმაციით, საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა, რის შედეგადაც მოქალაქეები დაშავდნენ. მათ ადგილზე დაუყონებლივ აღმოუჩინეს დახმარება, ხოლო შედარებით მძიმედ დაშავებული რამდენიმე მათგანი ვერტმფრენითა და რეანომობილებით თბილისში გადმოიყვანეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დაუყონებლივ დაუკავშირდა საბაგიროს მწარმოებელ კომპანია  „დოპელმაიერს“, მათი ექსპერტები უკვე მოემგზავრებიან საქართველოში, ხვალ დილით გუდაურში იქნებიან და ზედამხედველობის სამსახურთან ერთად ჩაერთვებიან  მომხდარი ინციდენტის სრულფასოვნად გამოძიებაში.

გუდაურში იმყოფება პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი. მისი განცხადებით, შესაბამისი უწყებები სრულ მობილიზაციაში არიან და ყველაფერი კეთდება იმისთვის,  რომ დაშავებულთა ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქროს. 

პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, უმკაცრესად დაისჯება, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება მომხდარ ინციდენტში.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11
2 99 11 70

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©