საქართველოსა და აშშ-ის ეკონომიკის მინისტრების დონეზე პირველი შეხვედრა გაიმართა
22-05-2018

აშშ-ში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აშშ-ის კომერციის მდივანს უილბურ როსს შეხვდა.

აღსანიშნავია, რომ ორი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრების დონეზე შეხვედრა პირველად გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობები, რომელთაც წმინდა ეკონომიკურის გარდა, პოლიტიკური დატვირთვაც გააჩნია. ამავე დროს, განსაკუთრებული ხაზი გაესვა იმ გარემოებასაც, რომ პოტენციალი ამ მიმართულებით ძალიან დიდია. 

შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე.


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©