დიმიტრი ქუმსიშვილმა EuroDIG 2018 - ევროპული დიალოგი ინტერნეტმმართველობის საკითხებზე ოფიციალურად გახსნა
05-06-2018

საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თბილისში ინტერნეტ მმართველობის საკითხებზე ევროპული დიალოგი - EuroDIG 2018 ოფიციალურად გახსნა, მან ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა - „მოხარულები ვართ, რომ ვმასპინძლობთ ევროპული დიალოგს ინტერნეტ მმართველობაზე - EuroDIG-2018-ს, რომელიც აერთიანებს სახელმწიფო მოხელეებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ექსპერტებს და ბიზნესის წარმომადგენლებს, რათა განვიხილოთ „ჩვენი ციფრული მომავლის ინოვაციური სტრატეგიები“. EuroDIG ხელს უწყობს ინტერნეტის საზოგადოებასთან დიალოგსა და თანამშრომლობას საჯარო ინტერნერ-პოლიტიკის შემუშავების მიმართულებით“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა მისასალმებელ სიტყვაში.

დიმიტრი ქუმსიშვილმა თავის გამოსვლაში რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრა, მათ შორის საქართველოში სატელეკომუნიკაციო სფეროს განვითარების პერსპექტივებსა და ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე. „საქართველოს მთავრობა მტკიცედ ზრუნავს სატელეკომუნიკაციო სფეროს განვითარებაზე ინოვაციური ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამოყენებით. ბოლო წლებში ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სექტორის განვითარების დასაჩქარებლად“, - აღნიშნა პირველმა ვიცე პრემიერმა. კერძოდ, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, წინა წლების საკანონმდებლო რეფორმების წყალობით, საქართველოს აქვს მიმზიდველი საინვესტიციო გარემო. ეს რეფორმები მოიცავს ნუმერაციის რესურსის შეძენის ლიცენზირების გაუქმებაა და ციფრული საეთერო მაუწყებლობის უზრუნველყოფას. ორივე შემთხვევაში სალიცენზიო რეჟიმი შეიცვალა მარტივი ნებართვის გაცემის სისტემით.

ამასთან, ციფრული საეთერო მაუწყებლობის გადასვლის ფართომასშტაბიანი რეფორმის გამო, ეროვნულ დონეზე 21 არხი თავისუფლადაა ხელმისაწვდომი (რეფორმამდე 4 ნაციონალური მაუწყებელი იყო) და მყარი საფუძველი ჩაეყარა ელექტრონული მედიის, მედია პლურალიზმისა და მრავალფეროვნების მდგრად განვითარებას. „ციფრული დაყოფის გაჯანსაღება მსოფლიოში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევისა და საქართველოსთვისაც არის. საქართველოს მთავრობამ განახორციელა ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურის განვითარების მხარდამჭერი ღონისძიებები. ამჟამად საქართველოს მოსახლეობის 99.7% 4G/LTE მობილური მომსახურებით სარგებლობს, 99.9% - 3G/LTE მობილური მომსახურებით და 70%-იანი ოჯახი ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურებით სარგებლობს. ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების გამო, ქართველ მობილურ ოპერატორებს მობილური LTE/4G ფართოზოლოვანი მომსახურების გაწევის შესაძლებლობა მიეცათ“, -აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

 

დიმიტრი ქუმსიშვილის გამოსვლა EuroDIG 2018 – „ევროპული დიალოგი ინტერნეტ მმართველობის საკითხებზე“ ოფიციალურ გახსნაზე

 

 




დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©