ევროკავშირის დაფინანსებით შენობების ენერგოეფექტიანობის გამოთვლის ეროვნული მეთოდოლოგიისა და ეროვნული სტანდარტების შემუშავების პროექტი დაიწყო
10-07-2018

10 ივლისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროში ევროკავშირის დაფინანსებით და ენერგეტიკული გაერთიანების მხარდაჭერით დაიწყო ახალი პროექტი „შენობების ენერგოეფექტიანობის გამოთვლის ეროვნული მეთოდოლოგია და დამხმარე ეროვნული სტანდარტების მიღების მხარდაჭერა საქართველოში“. აღნიშნული ინიციატივის მიზანია შენობების ენერგოეფექტიანობის კანონის აღსრულების ხელშეწყობის მიზნით კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, კერძოდ ენერგოეფექტიანობის გამოთვლის ეროვნული მეთოდოლოგიისა და მასთან დაკავშირებული ევროსტანდარტების შესაბამისი ეროვნული სტანდარტების შემუშავებაში დახმარება. პროექტი განხორციელდება ევროკავშირის დახმარებით მიმდინარე პროექტის „EU4Energy”-ის პროექტის ფარგლებში.  

შეხვედრა გახსნა მინისტრის მოადგილემ, ქალბატონმა ირმა ქავთარაძემ. მონაწილეებს მიმართეს და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორმა ბატონმა იანეშ კოპაჩმა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამის ოფიცერმა ბატონმა ანდრეი ბარტოშევიჩმა. 

მონაწილეებმა იმსჯელეს პროექტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებზე, განხორციელების პერიოდსა და მოსალოდნელ შედეგებზე, თანამშრომლობის ფორმასა და ეროვნულ გადაწყვეტილებებზე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სამინისტროს და კერძო სექტორის წარმომადგენლები, აგრეთვე დარგის ექსპერტები.


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©