გიორგი ქობულია იტალიის ელჩს ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა
18-10-2018

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია საქართველოში იტალიის ელჩს ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა. 

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოსა და იტალიის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე. გამოიკვეთა ცალკეული სფეროები, რომლის განვითარებაც ორმხრივად მომგებიანი იქნება, მათ შორის, დასახელდა ისეთი მიმართულებები, როგორიცაა ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ენერგეტიკა, მრეწველობა, ინოვაციები და სხვ. 

აღინიშნა, რომ ორივე მხარე მიესალმება თანამშრომლობის გაღრმავებას და მზადყოფნას გამოთქვამენ ორმხრივი ეკონომიკური კავშირების განვითარებისკენ მიმართული ღონისძიებების გასატარებლად. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ხელს შეუწყობენ საქართველოსა და იტალიის საქმიანი წრეების დაახლოების პროცესს, მათ შორის, სავაჭრო მისიებისა და ბიზნეს ფორუმების ორგანიზების მიმართულებით, საქართველოს ცნობადობის ამაღლების მიზნით. 


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©