ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მიმდინარე პროექტები

საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა 

პროგრამის ფარგლებში ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გამოყენებით დაიფარება ის დასახლებული პუნქტები და მოეწყობა ღია დაშვების წერტილები, რომლებიც დღეისათვის არ არიან დაფარული ოპტიკური ქსელით. ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარების ღონისძიებების განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ შეიქმნილი არაკომერციული იურიდიული პირი "OpenNet"-ი, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” ფინანსური მხარდაჭერით.

ფართოზოლოვანი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების შედეგად, საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა ისარგებლებს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით, რაც კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი მოქალაქეების ჩართულობას ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში. 

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://opennet.ge/geo 

 

საქართველოს კანონის პროექტი “ელექტრონული კომერციის შესახებ”
კანონის პროექტის შემუშავება განპირობებულია ქვეყანაში ელექტრონული კომერციის განვითარების და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით შუალედური სერვის ოპერატორების (ISP) უფლებებისა და ვალდებულებების საქართველოს კანონმდებლობაში განსაზღვრის მიზნით. კანონის მიღებით დაგინდება ელექტრონული კომერციის ევროპული რეგულაციები, რომელიც ხელს შეუწყობს ინტერნეტ სივრცეში ელექტრონული კომერციის პროცესში მომხმარებელთა უფლებების დაცვას, განსაზღვრავს ელექტრონული კომერციის პროცესში ელექტრონული ხელშეკრულების გაფორმების წესსა და პირობებს, შუალედური მომსახურების მიმწოდებლების პასუხიმგებლობებთან ინფორმაციის გადაცემის და შენახვის დროს და ა.შ.


საქართველოს კანონი "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ცვლილების პროექტის მიზანია ევროკომისიის მიერ ჩამოყალიბებული, სატელეკომუნიკაციო ოპერატორის მობილურ და ფიქსირებულ ქსელში ზარის დასრულების საბითუმო ტარიფის გაანგარიშების მეთოდოლოგიის შესაბამისი რეგულაციის საქართველოში ამოქმედებას. მეთ9ოდოლოგია ითვალისწინებს მომავალზე ორიენტირებული, გრძელვადიანი ნაზარდი დანახარჯების (LRIC) მეთოდით ურთიერთჩართვის ტარიფების გაანგარიშებას. ამ მეთოდის მიხედვით, ტარიფები დადგინდება ეფექტური ოპერატორის ეფექტური დანახარჯების შესაბამისად, რაც ფაქტიურად გამორიცხავს სატელეკომუნიკაციო ოპერატორების არათანაბარ პირობებში ყოფნას, კროს სუბსიდირების შესაძლებლობას, რაც ხელს შეუწყობს სატელეკომუნიკაციო ბაზრის შემდგომ განვითარებას.


"აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციის (HDM)“ პროექტი

„ციფრული ბაზრების ჰარმონიზაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (HDM)“ მიზნად ისახავს, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციის ხელშეწყობას ერთობლივი პროექტების განხორციელებით და ნაციონალური IT პოლიტიკის საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და ტექნოლოგიური სისტემების ჰარმონიზებას და ინტეგრაციას.  

პროექტის ფარგლებში შეიქმნა  EU4Digital ახალი „ციფრული უნარების (eSkills)“, „ICT ინოვაცოების (ICT Innovation)“ და „ელექტრონული იდენთიფიკაციის, სანდო მომსახურებების, საინფორმაციო და კიბერ უსაფრთხოების (Trust&Secure), ელექტრონული ვაჭრობის (eTrade), ელექტრონული ჯანდაცვის (eHealth) და ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების EU4Digita: Telecom ქსელები. 

აღნიშნულ EU4Digital ქსელებში საქართველოს მხრიდან ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება, ხოლო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტი) წარმოადგენს HDM პროექტის საქართველოს მხრიდან კოორდინატორს. 

 

ფოსტის სფეროს რეფორმა და მარეგულირებელი საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის პროექტების შემუშავება

ფოსტის სფეროს რეფორმის ფარგლებში, მიმდინარეობს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) საგრანტო დახმარებით გათვალისწინებული მარეგულირებელი საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის შემდეგი პროექტების შემუშავება:

  • საფოსტო სფეროს არსებული მდგომარეობის ანალიზი
  • ფოსტის სფეროს განვითარების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების დოკუმენტის შემუშავება
  • ფოსტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის გადახედვა/მოდიფიკაცია.

 

საქართველოს კანონის პროექტი “ფოსტის შესახებ”

ფოსტის სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის პროექტების შემუშავება უზრუნველყოფს სფეროს მარეგულირებელი ნორმებით, უზრუნველყოფს ბაზარზე მოქმედი ერთიანი წესებით ოპერირებას, საერთაშორისო საფოსტო სტანდარტების შესაბამისი მომსახურების გაწევას, საფოსტო სფეროს მდგრად განვითარებას, უნივერსალური საფოსტო მომსახურებების განვითარებას, სფეროში მეწარმეობის და კონკურენციის განვითარებას, ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ა.შ.

დასრულებული პროექტები

საინფორმაციო ხელმისაწვდომობის ცენტრი (IAC) და ინტერნეტ სერვისის ცენტრი უსინათლო და მცირედმხედველთა პირებისთვის

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კორეის რესპუბლიკის კორეის რესპუბლიკის მეცნიერების, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და სამომავლო დაგეგმარების სამინისტროს შორის თანამშრომლობის შედეგად, კორეული მხარის ტექნიკური დახმარების ფარგლებში, 2016 წლის 13 დეკემბერს, ქ.თბილისში, მირზა გელოვანის სახელობის თბილისის ბიბლიოთეკის ბაზაზე გაიხსნა საქართველოში პირველი ინტერნეტ სერვის ცენტრი უსინათლოთათვის (Information Access Center – IAC),  რომელიც აღჭურვილია ტექნიკური დანადგარებით, მათ შორის უსინათლოთათვის განკუთვნილი ბრაილის შრიფტის მქონე კლავიატურებით და მათთვის  საჭირო ყველა სხვა ტექნიკით.  

 

სახელმწიფო ციფრული მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობის ქსელის ინტეგრაცია

2015 წელს სახელმწიფო ციფრული მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობის ძირითადი ქსელის ამოქმედებასთან ერთად დაიწყო მისი ინტეგრაციის სამუშაოები, რომელიც საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 დეკემბერის №2639 განკარგულებით ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ციფრული მიწისზედა საეთერო სატელევიზიო მაუწყებლობის ძირითადი ქსელის ამოქმედების შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის სატელევიზიო სიგნალის გავრცელების ჩრდილოვან ზონებში აღმოჩენილი დასახლებული პუნქტების ციფრული მაუწყებლობით უზრუნველყოფის შესახებ’’ დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით განხორციელდა და 2016 წელს ამოქმედდა 110 ციფრული რეტრანსლატორი, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა მაღალმთიან რეგიონებშია განთავსებული. აღნიშნული სამუშაოების განხორციელების შედეგად მიმდინარე პერიოდში საერთო ჯამში ქვეყნის მოსახლეობის 97%-ზე მეტს წვდომა აქვს საზოგადოებრივი მაუწყებლის და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის პროგრამებთან.

 

საფოსტო საგადახდო ნიშნების - საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვება 

საფოსტო მარკის გამოცემის უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. მინისტრის შესაბამისი ბრძანებით 2016 წელს მიმოქცევაში იქნა გაშვებული 10 თემატიკის 16 საფოსტო მარკა. 

 

ფოსტის სფეროს რეფორმის და განვითარების კომპლექსური გეგმა (IPDP) 2015-2017

მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) ტექნიკური დახმარების ფარგლებში მისი ექსპერტების მიერ მომზადებული იქნა საქართველოში ფოსტის სფეროს რეფორმის და განვითარების კომპლექსური გეგმა (IPDP) 2015-2017 წლებისთვის.
 

 

უნივერსალური საფოსტო მომსახურების უზრუნველყოფისთვის საჭირო ხარჯების შეფასებისთვის საფოსტო ბაზრის კვლევა

 

ფოსტის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა

მსოფლიო საფოსტო კავშირის UPU-ს 26-ე კონგრესზე არჩევნებში საქართველო არჩეული იქნა UPU-ს ადმინისტრაციული საბჭოს CA და საოპერაციო საბჭოს POC წევრ ქვეყნად, ასევე CA (ადმინისტრაციული საბჭოს) თავმჯდომარის მოადგილე ქვეყნად;



დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2016 ©