ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საინვესტიცო პროექტები

"წყალტუბო-სპა კურორტის რეაბილიტაცია და განვითარება“ 

პროექტის მიზანშეწონილობის კვლევა და კურორტის განვითარების კონცეფცია დასრულდა 2014 წლის დეკემბერში. პროექტზე მუშაობდა ავსტრიული კომპანია “Kohl & Partners”. წყალტუბო მდებარეობს 237 კილომეტრის დაშორებით თბილისიდან და 15 წუთის დაშორებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან. პროექტი მოიცავს 9 თერმული აბანოს და 16 სასტუმროს აღდგენას, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. პროექტის სავარაუდო საინვესტიციო მოცულობა შეადგენს 720-865 მილიონ აშშ დოლარს. წყალტუბოს რეაბილიტაცია და განვითარება ითამაშებს უმნიშვნელოვანეს როლს მთლიანი რეგიონის განვითარების მიმართულებით.    

    

   

 

გონიოს კურორტის განვითარება 

საქართველოს მთავრობამ ქ. ბათუმის სამხრეთ ნაწილში (გონიოს დასახლება), შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 314 ჰა მიწის ფართობის იდენტიფიცირება მოახდინა. ტერიტორიას აქვს უნიკალური პოტენციალი რომ განვითარდეს როგორც მაღალი დონის საზღვაო კურორტი, შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურით. აღნიშნული ტერიტორიის განვითარების კონცეფცია და ტექნიკურ ეკონომიკური კვლევა მოამზადა Colliers International-მა.

 

 

 

"50 ქონება შენი სასტუმროსათვის" 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ქვეყნის ფარგლებში მოახდინა 50 საპრივატიზაციო ობიექტის იდენტიფიცირება და ინვესტორებს სთავაზობს აღნიშნულ ქონებებს სასტუმროებისა და შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.

 

 

 



დამატებით ამ თემაზე
დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2016 ©