ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მიმდინარე პროექტები

საქართველოს სივრცითი მოწყობის სქემა

2016 წლის 30 მაისს ჩატარდა სამთავრობო კომისიის N4 სხდომა საქართველოს სივრცითი მოწყობის სქემის შემუშავებასთან დაკავშირებით. სხდომაზე სამსჯელოდ (განსახილველად) წარმოდგენილი იყო 4 პრეტენდენტი კონსორციუმის წინადადებები. კომისიამ გადაწყვიტა წარმოდგენილი 4 პრეტენდენტიდან მუშაობა გაგრძელდეს კონსორციუმთან - COWI (დანია);

ძირითადი და დამხმარე სამუშაო ჯგუფების გაძლიერების მიზნით, კონსორციუმმა წარმოადგინა უცხოელი და ქართველი სპეციალისტებისა და ექსპერტების კანდიდატურები, მათი კვალიფიკაციისა და გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციით და შესაბამისი ორგანიგრამით. მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები სამთავრობო კომისიის N5 სხდომისათვის.



ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია 

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის N317 განკარგულების - „ბახმაროს საკურორტო ზონის განვითარებისათვის ზოგიერთ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ - შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავების მიზნით, კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების მომწოდებლის შერჩევაზე.  

გამოვლენილია კონკურსში გამარჯვებული კომპანია - შპს „არტსტუდიო პროექტი“. დაწყებულია პროექტზე მუშაობა. პროექტის დასრულება 2017 წლის 25 აპრილს.

 

მესტიის მუნიციპალიტეტისა და მულახის თემის (11 სოფელი: ჭოლაში, არცხელი, ზარდალში, ლახირი, მაჯვდიერი, მურშკელი, ჟაბეში, ჟამუში, ღვებრა, ჩვაბიანი და ცალდაში) სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაცია 

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 5 მაისის N773 განკარგულება - „მესტიის მუნიციპალიტეტისა და მულახის თემის განვითარებისათვის ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი მესტიის მუნიციპალიტეტისა და მულახის თემის (11 სოფელი: ჭოლაში, არცხელი, ზარდალში, ლახირი, მაჯვდიერი, მურშკელი, ჟაბეში, ჟამუში, ღვებრა, ჩვაბიანი და ცალდაში) სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის შემუშავების მიზნით, კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების მომწოდებლის შერჩევაზე. გამოვლენილია კონკურსში გამარჯვებული კომპანია - შპს „გის და დზ საკონსულტაციო ცენტრი“. დაიწყო პროექტზე მუშაობა. პროექტი დასრულდება 2018 წლის 19 იანვარს.


ახმეტის მუნიციპალიტეტის და თუშეთის დასახლებების - ომალო, დართლო, ფარსმა, გირევი, დოჭუ, ჯვარბოსელი, შენაქო, დიკლო, ინდურთა, ეთელთა და ახმეტის  მუნიციპალიტეტის დასახლებების - ზემო ალვანისა და ქვემო ალვანის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაცია

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 მაისის განკარგულება N799 - „ახმეტის მუნიციპალიტეტისა და თუშეთის განვითარებისათვის ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გამოაცხადა  კონკურსი ახმეტის მუნიციპალიტეტის და თუშეთის დასახლებების - ომალო, დართლო, ფარსმა, გირევი, დოჭუ, ჯვარბოსელი, შენაქო, დიკლო, ინდურთა, ეთელთა და ახმეტის მუნიციპალიტეტის დასახლებების - ზემო ალვანისა და ქვემო ალვანის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის შემუშავების მიზნით, კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების მომწოდებლის შერჩევაზე. გამოვლენილია კონკურსში გამარჯვებული კომპანია - შპს „სტუდია 21“. დაიწყო პროექტზე მუშაობა. პროექტი დასრულდება 2018 წლის 4 მაისს.        



ბაკურიანისა და დიდი მიტარბის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავების უზრუნველყოფა

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 ივლისის N1373 განკარგულება - „ბაკურიანისა და დიდი მიტარბის განვითარებისათვის საჭირო რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი „ბაკურიანისა და დიდი მიტარბის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავების მიზნით“ კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების მომწოდებლის შერჩევაზე. გამოვლენილია კონკურსში გამარჯვებული კომპანია - შპს „არქიტექტურული ბიურო“. დაიწყო პროექტზე მუშაობა. პროექტი დასრულდება 2017 წლის 2 ოქტომბერს.  


 
თელავის მუნიციპალიტეტის, სოფელ იყალთოში, იყალთოს ხევის განაშენიანების რეგულირების გეგმა 

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 ივნისის N1182 განკარგულება - „თელავის მუნიციპალიტეტის, სოფელ იყალთოში, იყალთოს ხევის განვითარებისათვის საჭირო რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ შესაბამისად, „იყალთოს ხევის განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავების მიზნით“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საპროექტო მომსახურების მომწოდებლის შერჩევისათვის გამოაცხადა კონკურსი. გამოვლენილია კონკურსში გამარჯვებული კომპანია - შპს „თავისუფალი არქიტექტორება“. დაიწყო პროექტზე მუშაობა. პროექტი დასრულდება 2017 წლის 7 ივლისს. 



გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დაკვეთით კანადურმა კომპანია „ეკოზაინმა“ დაამუშავა გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა, ამ ეტაპზე შპს „არტსტუდიო პროექტის“ მიერ მიმდინარეობს აღნიშნული დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობასთან ადაპტირება.  


 
ონის მუნიციპალიტეტისა და სოფლების - უწერის, მრავალძალისა და კურორტ შოვის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაცია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები კონკურსის ჩასატარებლად ონის მუნიციპალიტეტისა და სოფლების - უწერის, მრავალძალისა და კურორტ შოვის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის შემუშავების უზრუნველყოფის მიზნით, საპროექტო მომსახურების მომწოდებლის შესარჩევად.  



ამბროლაურის მუნიციპალიტეტისა და სოფლების - ნიკორწმინდის, ჭრებალოს, წესისა და შაორის ტურისტულ-სარეკრეაციო კომლექსის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაცია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები კონკურსის ჩასატარებლად ამბროლაურის მუნიციპალიტეტისა და სოფლების - ნიკორწმინდის, ჭრებალოს, წესისა და შაორის ტურისტულ-სარეკრეაციო კომლექსის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის შემუშავების უზრუნველყოფის მიზნით, საპროექტო მომსახურების მომწოდებლის შესარჩევად.  


 

ევროკოდები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტი ახორციელებს სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის მიერ შემუშავებული სამშენებლო კოდების (ევროკოდები) საქართველოში დანერგვის პროექტს. 

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ევროკოდების თარგმნა ქართულ ენაზე. ევროპული სტანდარტები (ეროვნულ დანართებთან ერთად) მომავალში ჩაანაცვლებს საქართველოში დღეს მოქმედ საბჭოთა სამშენებლო წესებსა და ნორმებს. 

ევროკოდები მოიცავს შემდეგ რეგლამენტებს, რომლებიც, თავის მხრივ, ცალკეული ნაწილებისგან შედგება: 

ევროკოდი 0 - კონსტრუქციული დაპროექტების საფუძვლები
ევროკოდი 1 - ზემოქმედებები კონსტრუქციებზე
ევროკოდი 2 - ბეტონის კონსტრუქციების დაპროექტება
ევროკოდი 3 - ლითონის კონსტრუქციების დაპროექტება
ევროკოდი 4 - ლითონისა და ბეტონის შერეული კონსტრუქციების დაპროექტება
ევროკოდი 5 - ხის კონსტრუქციების დაპროექტება
ევროკოდი 6 - ქვის/აგურის წყობის კონსტრუქციების დაპროექტება
ევროკოდი 7 - გეოტექნიკური დაპროექტება
ევროკოდი 8 - სეისმომედეგი კონსტრუქციების დაპროექტება
ევროკოდი 9 - ალუმინის კონსტრუქციების დაპროექტება

0,1,2,7 და 8 ევროკოდის თარგმნის პროცესი დასრულებულია. ამჟამად მიმდინარეობს ევროკოდ 3-ის („ლითონის კონსტრუქციების დაპროექტება“) თარგმნა ქართულ ენაზე.

ევროკოდების თარგმნის რედაქცია მიესალმება დაინტერესებული პირების აქტიურ ჩართულობას ევროპული სტანდარტების ქართული თარგმანის საბოლოო რედაქტირებისა და დახვეწის პროცესში და მზად არის განიხილოს მათი შენიშვნები და რეკომენდაციები. 

საკონტაქტო ინფორმაცია: ელფოსტა - mshenebloba@economy.ge; ტელ. - 2 299 10 45



საცხოვრის სექტორში ენერგოეფექტურობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა

ენერგოეფექტურობა ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი პრიორიტეტია. ტრანსპორტის სექტორის შემდეგ, შენობები არის მეორე ყველაზე დიდი ენერგომომხმარებელი სექტორი, რომელიც იყენებს ქვეყანაში ენერგიის დაახლოებით 30-35%-ს. 

2016 წლის ოქტომბერში ოფიციალურად მოეწერა ხელი საქართველოს ენერგოგაერთიანებაში გაწევრიანების ოქმს და, გამომდინარე აქედან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აქვს საქართველოს კანონმდებლობის შემდეგ ევროდირექტივებთან ჰარმონიზების ვალდებულება:

  • Directive 2012/27/EU on Energy Efficiency
  • Directive 2010/31/EU on Energy performance of buildings
  • Directive 2010/30/EU on the indication by labeling and standard product information of the consumption of energy and other sources by energy-related products.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ენერგეტიკის სამინისტრო და პროექტში ჩართული კომპანიები მუშაობენ ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე (NEEAP), რომელიც მოიცავს შენობების, საჯარო სექტორის, მრეწველობისა და სატრანსპორტო სექტორის ენერგოეფექტურ ღონისძიებებს.

NEEAP ადგენს დღის წესრიგს ენერგოეფექტური ფონდის/სააგენტოს შექმნის თაობაზე, რომელიც მნიშვნელოვნად დაეხმარება ამ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას. 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) მხარდაჭერისათვის მიმართა, რათა განხორციელებულიყო არსებული საბინაო სექტორის ენერგოეფექტურობის პოლიტიკური, სამართლებრივი და მარეგულირებელი გარემოს შესწავლა, შენობებში ენერგოეფექტურობის სტანდარტების განხორციელების სამართლებრივი, მარეგულირებელი, ტექნიკური და ფინანსური ასპექტების შეფასება, ასევე განსახლების პოლიტიკისა და საცხოვრებელი კორპუსების შესახებ კანონმდებლობის გაუმჯობესება, რაც ხელს შეუწყობს საბინაო სექტორში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას. პროექტი შედგება ორი ფაზისაგან.  

პროექტის პირველი ფაზა, რომლის მიზანიც იყო საქართველოს საბინაო სექტორის დეტალური ანალიზი, მათ შორის, პოლიტიკური, სამართლებრივი და ინსტიტუციური მოწყობისა და ტექნიკური და ეკონომიკური ასპექტების გათვალისწინებით, უკვე დასრულებულია. 
პროექტის მეორე ფაზაში მომზადდება კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები წარმოდგენილი რეკომენდაციების გათვალისწინებით.

დანიის სამეფოს დაფინანსებით საქართველოში ხორციელდება ოთხწლიანი პროექტი „ენერგოეფექტურობისა და მდგრადი ენერგეტიკის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს კანონმდებლობის, ნორმატიული აქტებისა და სხვა დოკუმენტაციის ჰარმონიზებას ევროპულ სტანდარტებთან, ასევე ითვალისწინებს ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებების ორგანიზებასა და ტრენინგების ჩატარებას. პროექტი ხორციელდება დანიური საკონსულტაციო კომპანია NIRAS-ის დახმარებით. 



დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2016 ©