ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ტურიზმი


მარკეტინგული კამპანიები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში - მისი მიზანია საქართველოს ცნობადობის გაზრდა და პოპულარიზაცია, ტურისტების მოზიდვა. (სატელევიზიო რეკლამა, ინტერნეტ რეკლამა, გარე რეკლამა)

 

საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობა - კერძო სექტორთან ერთად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია წლის განმავლობაში 20 მდე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს. ხდება საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია, უცხოელ კოლეგებთან შეხვედრა და საქმიანი კონტაქტების დამყარება

 

პრეს და ინფო ტურები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან - წლის განმავლობაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით საქართველოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მედიის და ტურისტული კომპანიების წარმოამდგენლები სტუმრობენ. ვიზიტის დასრულების შემდეგ კი საქართველოს შესახებ პოზოტიტიური სტატიები იწერება, სიუჟეტები, გადაცემები და დოკუმენტური ფილმები მზადდება. (მარტო 2016 წელს საქართველომ  უმასპინძლა 600 - მდე ჟურნალისტს და 280-მდე ტურ-ოპერატორს.  საქართველოს შესახებ ჯამში 680-ზე მეტი გადაცემა, სიუჟეტი სტატია და ბლოგ-პოსტი მომზადდა.)

 

Travel Media Forum - 2017 წელს მესამედ გაიმართება და მასში მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მედიასაშუალება მიიღებს. მათ შორის ,"Washington Post”, "Forbes”, "Telegraph”, "Guardian”, "Times” და ა.შ.

 

ციფრული მარკეტინგის საერთაშორისო კონფერენცია TOUCH – 2017 წელს რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. ძირითადი თემა - ტურიზმი ციფრულ სამყაროში. 2016 წელს კონფერენციას, National Geographic-ის და Google-წარმომადგენლები დაესწრნენ. 

 

"გაიცანი საქართველო“ - პროექტის ფარგლებში ქართული მედიის წარმომადგენლებისთვის ტარდება გაცნობითი ტურები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მიზანი:  შიდა ტურისზმის სტიმულირება. 

 

"ფასდაკლებების კვირეული“ - პროექტის მიზანია არასეზონურ პერიოდში რეგიონის პოპულარიზაცია, ტურიზმის წახალისება. ხელს შეუწყობს კერძო სექტორს დამსვენებლების მოზიდვაში. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით ფასდაკლებების  კვირეული უკვე გამოცხადდა კახეთში, შემდეგ აჭარაში და წლის განმავლობაში საქართველოს სხავდასხვა ტურისტულ რეგიონს მოიცავს. 

 

ტრენინგები მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით, ტურიზმის ბიზნესში დასაქმებულ კერძო სექტორის წარმომადგენლებს უტარდებათ ტრენინგები, რომლის მიზანიც მომსახურების ხარისხის ამაღლებაა. (2016 წელს გადამზადდა 1270 ადამიანი). 

 

ტურისტული პროდუქტის განვითარება - ხდება მცირე ინფრასტრუქტურის-საინფორმაციო ცენტრების, ირმხრივი მანათობელი კონსტრუქციების, საინფორმაციო დაფების, ინკლუზიური ტურიზმისთვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურის აშენება. საფეხმავლო ბილიკების მარკირება, კატალოგების მომზადება, ქალაქებისა და რეგიონალური რუკების შექმნა/ განახლება. 

 

საერთაშორისო ღონისძიებების ჩატარება - (მაგალითად, 2016 წლის სექტემბერში ჩატარდა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ღვინის ტურიზმის პირველი გლობალური კონფერენცია საქართველოში, 2017 წლის აპრილში კი დაგეგმილია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის მთის კურორტების მესამე კონფერენცია). 

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

მისამართი:  0105, თბილისი, სანაპიროს 4 

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის  24/7 უფასო ცხელი ხაზი: 0 800 800 909

ტელ:  +995 32 243 69 99
E-mail:  info@gnta.ge
ვებგვერდი: www.gnta.ge



დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2016 ©