ახალი პრეფერენციული რეჟიმები

დასრულებული მოლაპარაკებები

2016 წლის 27 ივნისს ხელი მოეწერა საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (EFTA) შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას. 2017 წლის სექტემბრიდან შეთანხმება ძალაში შევიდა ნორვეგიისთვის და ისლანდიისთვის, მიმდინარეობს შვეიცარიასთან შეთანხმების ძალაში შესვლის პროცედურები. 
 

2016 წლის 5 ოქტომბრის ხელი მოეწერა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროს შორის საქართველო-ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასრულების შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
 

2017 წლის 13 მაისს ქ. პეკინში, ხელი მოეწერა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის. 2017 წლის 2 ნოემბერს დასრულდა საქართველოს მხრიდან შეთანხმების რატიფიკაცია. შეთანხმება ამოქმედდება (ძალაში შევა) ჩინეთის მხრიდან შესაბამისი პროცედურის დასრულების შემდგომ.

 

მიმდინარე მოლაპარაკებები

დასრულდა მოლაპარაკებები საქართველოსა და ჩინეთის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონს ჰონგ-კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებებასთან დაკავშიებით.
 

მიმდინარეობს საქართველოსა და ინდოეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მიზანშეწონილობის კვლევა.
 

საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაში ცვლილებების განხორციელების მიზნით საქართველო-თურქეთის ერთობლივი კომიტეტის ფარგლებში მიმდინარეობს მოლაპარაკებები სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ტარიფების შემდგომი ლიბერალიზაციასა და შეთანხმებაში მომსახურებით ვაჭრობის დამატების შესახებ. 



დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©