ახალი პრეფერენციული რეჟიმები

მიმდინარე აქტივობები

მიმდინარეობს საქართველოსა და ისრაელს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მიზანშეწონილობის კვლევა.
 
2019 წლის 11 იანვარს ხელი მოეწერა პროტოკოლს საქართველოსა და ინდოეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის კვლევის დასრულების შესახებ. მიმდინარეობს კონსულტაციები მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე.
 
საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაში ცვლილებების განხორციელების მიზნით საქართველო-თურქეთის ერთობლივი კომიტეტის ფარგლებში მიმდინარეობს მოლაპარაკებები სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ტარიფების შემდგომი ლიბერალიზაციასა და შეთანხმებაში მომსახურებით ვაჭრობის დამატების შესახებ.



დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©