განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტი (საპროგნოზო დოკუმენტი)

საქართველოს მთავრობის 30 ივისის N1414 განკარგულების თანახმად, ვაქვეყნებთ, „განახლებადი ენერგიების შესახებ სამოქმედო“ გეგმის პროექტის პირველად ვერსიას. 

აღნიშნულიპროექტის მომზადება მოხდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის EBRD-ის ექსპერტების დახმარებით. აღნიშნული გეგმის დამტკიცება იგეგმება 2020 წლის ბოლომდე. ამისათვის აუცილებელია დაინტერესებული მხარის მიერ წარმოდგენილი შენიშვნები და კომენტარები, რომელიც ხელს შეუწყობს დოკუმენტის სწორ განვითარებას. 

კომენტარებისა და შენიშვნების მიღება შესაძლებელია ამა წლის 10 სექტემბრამდე.

საკონტაქტო პირი:
ნიკოლოზ ხოლოდოვი - ელ.ფოსტა: nkholodov@moesd.gov.ge,  ტელ: 593493531) 
ზურაბ სოსელია - ელ.ფოსტა: zsoselia@moesd.gov.ge, ტელ: 599331002

 

 

 

 

სასტიპენდიო პროგრამა მეცნიერების მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად ჰიდროენერგეტიკის განვითარების დარგში

სასტიპენდიო პროგრამა მეცნიერების მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად ჰიდროენერგეტიკის განვითარების დარგში
 

ნორვეგიის წყლის რესურსების და ენერგეტიკის დირექტორატი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით სთავაზობს ჰიდროენერგეტიკის განვითარების შესწავლით დაინტერესებულ საქართველოს მოქალაქეებს ოთხ სამაგისტრო სტიპენდიას, სწავლება წარიმართება ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (NTNU), რომელიც მდებარეობს ქალაქ ტრონჰეიმში/ნორვეგია. 

სტიპენდია მოიცავს ორწლიანი სამაგისტრო პროგრამის დაფინანსებას 2021 და 2022 წლებში.

 

საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა ჰიდროენერგეტიკის განვითარების დარგში

ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (NTNU) სამაგისტრო პროგრამები ისწავლება სრულიად მხოლოდ ინგლისურ ენაზე. სამაგისტრო პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს ორი აკადემიური წელიწადს (4 სემესტრი) და შედგება 120 ECTS (კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა) კრედიტისგან. პროგრამა ღია არის როგორც საერთაშორისო, ისევე ნორვეგიელი სტუდენტებისთვის.

ჰიდროენერგეტიკის განვითარების პროგრამას მართავს სამოქალაქო და გარემოსდაცვითი ინჟინერიის დეპარტამენტი. სტუდენტები და მკვლევარები რომლებიც წარმატებით დაასრულებენ პროგრამას, მომავალში შეძლებენ უზრუნველყონ როგორც კერძო ისე საჯარო სექტორის მხარდაჭერა ექსპერტული ცოდნითა და გამოცდილებით: სამოქალაქო და სატრანსპორტო სექტორის ინჟინერიის დარგში, სტრუქტურული ინჟინერიის დარგში, წყლისა და ნარჩენი წყლების ინჟინერიის დარგში და ასევე ჰიდრავლიკურ ინჟინერიაში.
 

პროგრამის კომპონენტები

სწავლების პირველი წელი მოიცავს ფუნდამენტური კურსების სერიას და ფართო ჯგუფების პროექტებს, სადაც სტუდენტები იყენებენ წარსულში მიღებულ ცოდნას, ისევე როგორც სხვა კურსებიდან დაგროვებულ გამოცდილებას და ახორციელებენ ნორვეგიის მდინარეთა სისტემაში სხვადასხვა განვითარების მოდელების მიზანშეწონილობის შესწავლას. რაც მოიცავს ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების ჰარმონიზაციის შესწავლას წარმატების მიღწევის მიზნით.

მეორე და დამასრულებელი წელი შედგება სავალდებულო და მოწინავე კურსებისგან (შემოდგომაზე), ხოლო სრული გაზაფხულის სემესტრი ეძღვნება სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობას.
 

მიღებული ცოდნის შედეგები:

  • საბაზისო ცოდნის გაღრმავება მათემატიკაში, მეცნიერებაში, ტექნოლოგიებსა და კომპიუტერულ მეცნიერებაში.
  • ინჟინერიისა და კვლევაზე დაფუძნებული ცოდნის გაღრმავება ჰიდროენერგეტიკის განვითარების სფეროში.
  • სიღრმისეული გათვითცნობიერება სოციალურ მეცნიერებაში, ჰუმანისტიკაში და სხვა არატექნიკურ დისციპლინებში - მომიჯნავე ინჟინერიის პროფესიასთან.
  • ინჟინერის როლის გაცნობიერება სოციალურ პერსპექტივაში, სიღრმისეული განხილვა ეთიკური მოთხოვნებისა  მდგრადი განვითარების პერსპექტივაში.
  • შესაძლებლობა განაცალკევოთ, დააკავშიროთ და თანხვედრაში მოაქციოთ ინტერდისციპლინარული ინჟინერული პრობლემები და მათი  გადაჭრის გზები.
  • გათვითცნობიერდეთ ალტერნატიულ შესაძლებლობებსა თუ შეზღუდვებში, როდესაც გამოიყენებთ ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიებს, იურიდიული და სოციალური ასპექტების გათვალისწინებით.
  • შესაძლებლობა გაუძღვეთ და მოტივაცია გაუწიოთ თანამშრომლებს (გუნდს), საერთაშორისო განვითარების პერსპექტივების გათვალისწინებით და ასევე საერთაშორისო თანამშრომლობაზე ორიანტაციით.
     

სამსახურებრივი/კარიერული პერსპექტივები მაგისტრის ხარისხის მოპოვების შემდეგ ჰიდროენერგეტიკის განვითარების სფეროში

ჰიდროენერგეტიკაში მაგისტრის ხარისხის მოპოვების შემდეგ  თქვენ მოგეცემათ საშუალება ინჟინერის საინტერესო კარიერა გქონდეთ საქართველოში:

  • კონსულტაციების გაწევა საინჟინრო კომპანიებისთვის
  • კონტრაქტორებთან თანამშრომლობა
  • წყლისა და ენერგეტიკის სფეროს ოფიციალური წარმომადგენლობაბი
  • დეველოპერები
  • ენერგო კომპანიები

 

ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (NTNU) 

ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (NTNU) არის უნივერსიტეტი საერთაშორისო ფოკუსირებით, სათაო  განყოფილებით  ტრონჰეიმში,  ნორვეგიის ცენტრში.

NTNU არის ნორვეგიის ყველაზე დიდი უნივერსიტეტი, 40 000 სტუდენტით. დაახლოებით 5000 ადამიანი ჩართული არის პედაგოგიურ საქმიანობაში, კვლევებში და სხვადასხვა  აკადემიურ პოზიციებში. ამათგან 42 პროცენტს შეადგენენ ქალბატონები, ხოლო 20 პროცენტი საერთაშორისო კადრია. უნივერსიტეტს აქვს მჭიდრო კავშირები SINTEF და  R&D ორგანიზაციებთან, სადაც 1800 ადამიანია დასაქმებული. 

NTNU-ს  ძირითადი პროფილური მიმართულება არის მეცნიერება და კვლევა-ტექნოლოგიები, მრავალი პროფესიული სწავლების კურსით, ძლიერი აკადემიური ბაზით, რომელიც ასევე მოიცავს ჰუმანიტარულ მიმართულებებსაც, სოციალურ მეცნიერებას, ეკონომიკას, მედიცინას, ჯანდაცვა და მეცნიერება, საგანმანათლებლო მიმართულებებს, არქიტექტურას, ბიზნესის წარმართვას, ხელოვნებასა და სხვა დისციპლინებს.  
 

ქალაქი ტრონჰეიმი

ქალაქი ტრონჰეიმი ფართოდ არის ცნობილი სტუდემტებსა და აკადემიურ წრეებს შორის, იგი რეგულარულად იმსახურებს საუკეთესო სტუდენტური ქალაქის წოდებას ნორვეგიაში.

ტრონჰეიმს გააჩნია, როგორც მაღალგანვითარებული ურბანული ინფრასტრუქტურა, ასევე მრავალი ტურისტული სანახაობა. ზაფხულობით თქვენ შეძლებთ ითევზაოთ ორაგულზე, ფაქტობრივად ქალაქის ცენტრში. ასევე  უხვად არის სათხილამურო სასრიალო და საფეხმავლო მარშრუტები, ქალაქიდან შორიახლოს.


სტიპენდია

სტიპენდია დაფარავს:

  • ნორვეგიაში ცხოვრების ხარჯების დასაფარად დაწესებულია მინიმალური აუცილებელი თანხა, მოცემული თანხა დადგენილია ნორვეგიის საემიგრაციო ორგანოების მიერ და ექვემდებარება ყოველწლიურ კორექტირებას. სტიპენდიის ოდენობა შესაბამისად რეგულირდება.
  • მგზავრობის ხარჯები ნორვეგიაში გასამგზავრებლად და საქართველოში დასაბრუნებლად.
  • ნორვეგიის ბინადრობის ნებართვაზე განაცხადის საფასურის ანაზღაურება
  • სტიპენდიის პერიოდის განმავლობაში თქვენთვის ხელმისაწვდომი იქნება პერსონალური ლეპტოპის ტიპის კომპიუტერი.
  • სემესტრული ჩარიცხვა სტუდენტურ ორგანიზაციაში ჩასარიცხად.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

ჰიდროენერგეტიკის განვითარების სამაგისტრო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად თქვენ უნდა აკმაყოფილებდეთ შემდეგ მოთხოვნებს:

  1. მეცნიერების ბაკალავრის ხარისხის ქონა სამოქალაქო, ჰიდრავლიკური ან წყლის რესურსების ინჟინერიაში ანდა მსგავსი აკადემიური ხარისხის ექვივალენტი. ხარისხი უნდა იყოს მოპოვებული სემესტრის დაწყებამდე NTNU– ში, არაუგვიანეს აგვისტოს თვისა. 
  2. მინიმუმ 30 ECTS ქულა ბაკალავრის ნიშნების ფურცელში, სტატისტიკის მინიმუმ ერთი კურსის ჩათვლით
  3. მაღალი დონის აკადემიური მოსწრება: პროგრამაში მოხვედრის  მინიმალური ზღვარია E-ს ან უფრო მაღალი ხარისხის ECTS. NTNU აკონვერტირებს GPA-ს სხვა ქვეყნებიდან და უსადაგებს საუთარ სისტემას და ამ შეფასების საფუძველზე განმცხადებლები არიან ადგილზე. NTNU–ს არ აქვს შესაძლებლობა, შეაფასოს სტუდენტის საშუალო ქულა ოფიციალური განაცხადისა და დოკუმენტაციის  მიღებამდე. 
  4. ინგლისური ენის დონე (იხილეთ ქვემოთ).
     

ინგლისური ენის ცოდნა

სტუდენტები, რომლებიც NTNU–ს საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამაზე განაცხადს ავსებენ, უნდა აკმაყოფილებდნენ, ქვემოთ ჩამოთვლილი ინგლისური ენის მინიმუმ ერთი მოთხოვნას მაინც.

ინგლისურენოვანი ტესტები უნდა იყოს გავლილი არაუმეტეს ორი წლის წინ NTNU–ში განაცხადის წარმოდგენის მომენტისთვის. ეს გულისხმობს, რომ განაცხადის წარმოდგენის თარიღისთვის, ორ წელზე ადრე ჩატარებული ტესტება არ განიხილება.

გამონაკლისს წარმოადგენს კემბრიჯის ტესტი (CAE, First Certificate or Certificate of Proficiency), მოცემული სერტიფიკატებისთვის, ზემოხსენებული ვადა არ მოქმედებს.

განაცხადის მისაღებად ქვემოთ მოყვანილ ჩამონათვალში უნდა გქონდეთ მინიმუმ ერთი რეკვიზიტი:

  • TOEFL მინიმუმ 90 ქულა ინტერნეტ ტესტში.  
    მინიმუმ 600 ქულა ბეჭდვით (ქაღალდზე) ტესტში.
  • IELTS (ინგლისური ენის უცხოენოვანი ტესტი) 
    აკადემიური ტესტი, მინიმალური შედეგით 6.5 ქულა.
  • University of Cambridge tests, (კემბრიჯის უნივერსიტეტის ტესტი) მინიმუმ ერთი: 
    (პირველი სერთიპიკატი ინგლისურში-სერტიფიკატი მოწინავე ინგლისურში-სერტიფიკატი პროფესიონალურ ინგლისურში) 
    First Certificate in English - Certificate in Advanced English - Certificate of Proficiency in English
  • Pearsons Academic English test (PTE), პიერსონის აკადემიური ტესტი: აკადემიური მაჩვენებელი მინიმუმ 62 ქულა.
     

როგორ გავაკეთოთ განაცხადი?

დამატებითი ინფორმაციისთვის და თქვენი კვალიფიკაციის წინასწარ გადამოწმებისთვის გთხოვთ, დაუკავშირდეთ ერთერთ საკონტაქტო პირს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

აპლიკაცია უნდა იქნას წარმოდგენილი ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (NTNU) 1 დეკემბრამდე პროგრამის დაწყებამდე ერთი წლით ადრე აგვისტოში.

მას შემდეგ რაც სტიპენდიაზე განაცხადი დამტკიცდება NTNU–ს მიერ, ინფორმაცია უნდა მიეწოდოს  NVE–ს.
 

საკონტაქტო პირები 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო: ნანა იმედაშვილი nimedashvili@moesd.gov.ge

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: პაატა ცინცაძე, 
p.tsintsadze@gtu.ge

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი: მურმან მარგველაშვილი, murman.margvelashvili@iliauni.edu.ge

ნირვეგიის სამეფოს საელჩო თბილისში: დავით მაღრაძე, 
David.Magradze@mfa.no

ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგიის დირექტორატი: (ქალბატონი კირსტენ ვინჰერი) Kirsten Winther Westgaard, 
kwe@nve.no 

ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი: სტუდენტების სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის განყოფილება,
admissions@st.ntnu.no



დამატებით ამ თემაზე
დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11
2 99 11 70

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©