საქართველოს მთავრობის 30 ივისის N1414 განკარგულების თანახმად, ვაქვეყნებთ, „განახლებადი ენერგიების შესახებ სამოქმედო“ გეგმის პროექტის პირველად ვერსიას.
აღნიშნულიპროექტის მომზადება მოხდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის EBRD-ის ექსპერტების დახმარებით. აღნიშნული გეგმის დამტკიცება იგეგმება 2020 წლის ბოლომდე. ამისათვის აუცილებელია დაინტერესებული მხარის მიერ წარმოდგენილი შენიშვნები და კომენტარები, რომელიც ხელს შეუწყობს დოკუმენტის სწორ განვითარებას.
კომენტარებისა და შენიშვნების მიღება შესაძლებელია ამა წლის 10 სექტემბრამდე.
საკონტაქტო პირი:
ნიკოლოზ ხოლოდოვი - ელ.ფოსტა: nkholodov@moesd.gov.ge
ზურაბ სოსელია - ელ.ფოსტა: zsoselia@moesd.gov.ge
სასტიპენდიო პროგრამა მეცნიერების მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად ჰიდროენერგეტიკის განვითარების დარგში
ნორვეგიის წყლის რესურსების და ენერგეტიკის დირექტორატი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით სთავაზობს ჰიდროენერგეტიკის განვითარების შესწავლით დაინტერესებულ საქართველოს მოქალაქეებს ოთხ სამაგისტრო სტიპენდიას, სწავლება წარიმართება ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (NTNU), რომელიც მდებარეობს ქალაქ ტრონჰეიმში/ნორვეგია.
სტიპენდია მოიცავს ორწლიანი სამაგისტრო პროგრამის დაფინანსებას 2021 და 2022 წლებში.
საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა ჰიდროენერგეტიკის განვითარების დარგში
ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (NTNU) სამაგისტრო პროგრამები ისწავლება სრულიად მხოლოდ ინგლისურ ენაზე. სამაგისტრო პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს ორი აკადემიური წელიწადს (4 სემესტრი) და შედგება 120 ECTS (კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა) კრედიტისგან. პროგრამა ღია არის როგორც საერთაშორისო, ისევე ნორვეგიელი სტუდენტებისთვის.
ჰიდროენერგეტიკის განვითარების პროგრამას მართავს სამოქალაქო და გარემოსდაცვითი ინჟინერიის დეპარტამენტი. სტუდენტები და მკვლევარები რომლებიც წარმატებით დაასრულებენ პროგრამას, მომავალში შეძლებენ უზრუნველყონ როგორც კერძო ისე საჯარო სექტორის მხარდაჭერა ექსპერტული ცოდნითა და გამოცდილებით: სამოქალაქო და სატრანსპორტო სექტორის ინჟინერიის დარგში, სტრუქტურული ინჟინერიის დარგში, წყლისა და ნარჩენი წყლების ინჟინერიის დარგში და ასევე ჰიდრავლიკურ ინჟინერიაში.
პროგრამის კომპონენტები
სწავლების პირველი წელი მოიცავს ფუნდამენტური კურსების სერიას და ფართო ჯგუფების პროექტებს, სადაც სტუდენტები იყენებენ წარსულში მიღებულ ცოდნას, ისევე როგორც სხვა კურსებიდან დაგროვებულ გამოცდილებას და ახორციელებენ ნორვეგიის მდინარეთა სისტემაში სხვადასხვა განვითარების მოდელების მიზანშეწონილობის შესწავლას. რაც მოიცავს ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების ჰარმონიზაციის შესწავლას წარმატების მიღწევის მიზნით.
მეორე და დამასრულებელი წელი შედგება სავალდებულო და მოწინავე კურსებისგან (შემოდგომაზე), ხოლო სრული გაზაფხულის სემესტრი ეძღვნება სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობას.
მიღებული ცოდნის შედეგები:
სამსახურებრივი/კარიერული პერსპექტივები მაგისტრის ხარისხის მოპოვების შემდეგ ჰიდროენერგეტიკის განვითარების სფეროში
ჰიდროენერგეტიკაში მაგისტრის ხარისხის მოპოვების შემდეგ თქვენ მოგეცემათ საშუალება ინჟინერის საინტერესო კარიერა გქონდეთ საქართველოში:
ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (NTNU)
ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (NTNU) არის უნივერსიტეტი საერთაშორისო ფოკუსირებით, სათაო განყოფილებით ტრონჰეიმში, ნორვეგიის ცენტრში.
NTNU არის ნორვეგიის ყველაზე დიდი უნივერსიტეტი, 40 000 სტუდენტით. დაახლოებით 5000 ადამიანი ჩართული არის პედაგოგიურ საქმიანობაში, კვლევებში და სხვადასხვა აკადემიურ პოზიციებში. ამათგან 42 პროცენტს შეადგენენ ქალბატონები, ხოლო 20 პროცენტი საერთაშორისო კადრია. უნივერსიტეტს აქვს მჭიდრო კავშირები SINTEF და R&D ორგანიზაციებთან, სადაც 1800 ადამიანია დასაქმებული.
NTNU-ს ძირითადი პროფილური მიმართულება არის მეცნიერება და კვლევა-ტექნოლოგიები, მრავალი პროფესიული სწავლების კურსით, ძლიერი აკადემიური ბაზით, რომელიც ასევე მოიცავს ჰუმანიტარულ მიმართულებებსაც, სოციალურ მეცნიერებას, ეკონომიკას, მედიცინას, ჯანდაცვა და მეცნიერება, საგანმანათლებლო მიმართულებებს, არქიტექტურას, ბიზნესის წარმართვას, ხელოვნებასა და სხვა დისციპლინებს.
ქალაქი ტრონჰეიმი
ქალაქი ტრონჰეიმი ფართოდ არის ცნობილი სტუდემტებსა და აკადემიურ წრეებს შორის, იგი რეგულარულად იმსახურებს საუკეთესო სტუდენტური ქალაქის წოდებას ნორვეგიაში.
ტრონჰეიმს გააჩნია, როგორც მაღალგანვითარებული ურბანული ინფრასტრუქტურა, ასევე მრავალი ტურისტული სანახაობა. ზაფხულობით თქვენ შეძლებთ ითევზაოთ ორაგულზე, ფაქტობრივად ქალაქის ცენტრში. ასევე უხვად არის სათხილამურო სასრიალო და საფეხმავლო მარშრუტები, ქალაქიდან შორიახლოს.
სტიპენდია
სტიპენდია დაფარავს:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
ჰიდროენერგეტიკის განვითარების სამაგისტრო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად თქვენ უნდა აკმაყოფილებდეთ შემდეგ მოთხოვნებს:
ინგლისური ენის ცოდნა
სტუდენტები, რომლებიც NTNU–ს საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამაზე განაცხადს ავსებენ, უნდა აკმაყოფილებდნენ, ქვემოთ ჩამოთვლილი ინგლისური ენის მინიმუმ ერთი მოთხოვნას მაინც.
ინგლისურენოვანი ტესტები უნდა იყოს გავლილი არაუმეტეს ორი წლის წინ NTNU–ში განაცხადის წარმოდგენის მომენტისთვის. ეს გულისხმობს, რომ განაცხადის წარმოდგენის თარიღისთვის, ორ წელზე ადრე ჩატარებული ტესტება არ განიხილება.
გამონაკლისს წარმოადგენს კემბრიჯის ტესტი (CAE, First Certificate or Certificate of Proficiency), მოცემული სერტიფიკატებისთვის, ზემოხსენებული ვადა არ მოქმედებს.
განაცხადის მისაღებად ქვემოთ მოყვანილ ჩამონათვალში უნდა გქონდეთ მინიმუმ ერთი რეკვიზიტი:
როგორ გავაკეთოთ განაცხადი?
დამატებითი ინფორმაციისთვის და თქვენი კვალიფიკაციის წინასწარ გადამოწმებისთვის გთხოვთ, დაუკავშირდეთ ერთერთ საკონტაქტო პირს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
აპლიკაცია უნდა იქნას წარმოდგენილი ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (NTNU) 1 დეკემბრამდე პროგრამის დაწყებამდე ერთი წლით ადრე აგვისტოში.
მას შემდეგ რაც სტიპენდიაზე განაცხადი დამტკიცდება NTNU–ს მიერ, ინფორმაცია უნდა მიეწოდოს NVE–ს.
საკონტაქტო პირები
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო: ნანა იმედაშვილი nimedashvili@moesd.gov.ge
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: პაატა ცინცაძე,
p.tsintsadze@gtu.ge
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი: მურმან მარგველაშვილი, murman.margvelashvili@iliauni.edu.ge
ნირვეგიის სამეფოს საელჩო თბილისში: დავით მაღრაძე,
David.Magradze@mfa.no
ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგიის დირექტორატი: (ქალბატონი კირსტენ ვინჰერი) Kirsten Winther Westgaard,
kwe@nve.no
ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი: სტუდენტების სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის განყოფილება,
admissions@st.ntnu.no
1403
2 99 11 11
2 99 11 70
2 99 11 61
2 99 11 70