მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები
ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ წინა წლის მაისში ეკონომიკის კლება 13.5 პროცენტი იყო, 2021 წლის მაისში დაფიქსირებული ეკონომიკური აქტივობის დონე აჭარბებს როგორც 2020 წლის, ასევე 2019 წლის მონაცემსაც. 2021 წლის აპრილში ეკონომიკის რეკორდულად ზრდის შემდეგ, მაისში ეკონომიკის შთამბეჭდავი 25.8 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. შესაბამისად, 2021 წლის იანვარ-მაისში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 11.5 პროცენტი შეადგინა.

მიმაგრებული ფაილები:
მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები

საქართველო მსოფლიო რეიტინგებში 2012-2021
2012-2021 წლებში საქართველოში არაერთი სისტემური რეფორმა განხორციელდა. საქართველომ სერიოზულ გაუმჯობესებას მიაღწია ისეთ სფეროებში, როგორიცაა ადამიანის უფლებები, მთავრობის გამჭვირვალობა, კორუფციისგან გათავისუფლება, ეფექტიანი მმართველობა, ბაზრის ეფექტიანობა და ხელსაყრელი ბიზნეს გარემო. სწორედ სისტემური რეფორმების წარმატებულმა და ეფექტიანად განხორციელებამ განაპირობა საქართველოს პოზიციების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ავტორიტეტულ საერთაშორისო რეიტინგებში.

მიმაგრებული ფაილები:
საქართველო მსოფლიო რეიტინგებში 2012-2021

როგორ დავიწყო ბიზნესი
გზამკვლევის საშუალებით თქვენ მიიღებთ ინფორმაციას ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე. კერძოდ, სად და როგორი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ საწარმო; რა გადასახადებით დაიბეგრებით და როგორია მათი განაკვეთები; რა სახის ლიცენზიები, ნებართვები, სერტიფიკატები დაგჭირდებათ ბიზნეს-საქმიანობისათვის; როგორ უნდა შეადგინოთ ბიზნეს-გეგმა, რა ძირითად საკითხებს მოიცავს იგი და როგორია მისი ზოგადი სტრუქტურა; როგორ მოიძიოთ ფულადი რესურსები და როგორ მიიღოთ ბიზნეს-კონსულტაციები და სხვა.

მიმაგრებული ფაილები:
როგორ დავიწყო ბიზნესი

დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11
2 99 11 70

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2021 ©