პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა

ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სრულად ამოქმედების პროცესის ორგანიზებულად და ეტაპობრივად წარმართვის მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 7 ნოემბრის №1-1/584 ბრძანებით გამოცხადდა საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების საკითხებთან დაკავშირებით საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის მიზნით ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევა (გამოქვეყნდა სამინისტროს ვებ-გვერდზე).

აღნიშნული ინტერესთა გამოხატვით მოთხოვნილი პირობები დააკმაყოფილა მხოლოდ ერთმა კომპანიამ და განაცხადთა განმხილველმა კომისიამ (რომელიც შეიქმნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 7 დეკემბრის №11/668 ბრძანებით) გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში მონაწილე კომპანიებს შორის გამარჯვებულად დაასახელა შვეიცარული კომპანია "SGS Societe Generale de Surveillance SA". 

2017 წლის 28 მარტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აკრედიტაციის ერთიან ეროვნულ ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრსა“ და შვეიცარულ კომპანია "SGS Societe Generale de Surveillance SA"-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც 2018 წლის ბოლომდე ითვალისწინებს საკონსულტაციო მომსახურების გაწევას საქართველოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სრულად ამოქმედების პროცესის ორგანიზებულად და ეტაპობრივად წარმართვაში.

2017 წლის ნოემბერში საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ იქნა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის და მისი თანმდევი („საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“) ცვლილების პროექტები, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო 2017 წლის 23 დეკემბერს. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებებით განისაზღვრა საფუძველი მთავრობის შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტების ასამოქმედებლად, ტერმინი „გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება“ შეიცვალა „პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებით,“ გაიზარდა ჯარიმის ოდენობა ინსპექტირების გავლის გარეშე ავტომობილის მართვისთვის (ფიზიკური პირისთვის 50 ლარამდე, ხოლო იურიდიული პირისთვის 200 ლარამდე) და ა.შ.

კომპანია SGS-ის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის საფუძველზე,  მომზადდა საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობის და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნები“ დამტკიცების თაობაზე.

აგრეთვე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად, 2009/40/EC ევროდირექტივის საქართველოში იმპლემენტაციის მიზნით, მომზადდა მთავრობის დადგენილების პროექტი „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების  შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე, რომელიც განსაზღვრავს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ერთიან ორგანიზაციულ-ტექნიკურ და ნორმატიულ ბაზას.

აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტები სხვა თანმდევ პროექტებთან ერთად საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ იქნა 2017 წლის 1 დეკემბერს, ხოლო ამოქმედდა 2018 წლის 1 იანვრიდან.

აგრეთვე, შესაბამისი მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების საფასური, მსუბუქი ავტომობილებისთვის - 60 ლარი, ხოლო სატვირთო და სამგზავრო ავტომობილებისთვის - 100 ლარი.

ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სრულად ამოქმედებისათვის დაწესდა გარკვეული გარდამავალი პერიოდი და პროცესი გადანაწილდა 2 წელზე, რა ვადაშიც პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება შეეხება საქართველოს მთლიან ავტოპარკს შემდეგი თანმიმდევრობით:

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის გამარტივების და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, შეიქმნა ვებ-გვერდი (www.pti.ge), რომლის საშუალებითაც მომხმარებელს საშუალება ექნება ნებისმიერ ხელმისაწვდომ ინსპექტირების ცენტრში ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად დაგეგმოს ვიზიტი მისთვის სასურველი თარიღის და დროის გათვალისწინებით. აღნიშნული ვებ-გვერდი 2018 წლის იანვრიდან ხელმისაწვდომია ნებისმიერი მომხმარებლისთვის.

აგრეთვე, 2018 წლის 3 იანვრიდან ამოქმედდა ცხელი ხაზი - 1484, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ეტაპობრივად ამოქმედების პროცესისა და პირობებით დაინტერესებულ ადამიანებს ემსახურება და აწვდის შესაბამის ინფორმაციას.



დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©