ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ინვესტორებთან ურთიერთობა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტიციების ხელშეწყობის დეპარტამენტი უფლებამოსილია ხელი შეუწყოს საინვესტიციო საქმიანობას და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას საქართველოში. მანდატის ფარგლებში დეპარტამენტი ინვესტორებს სთავაზობს სხვადასხვა უფასო მომსახურებას:

 

ინფორმაციის მიწოდება საქართველოში არსებული საინვესტიციო კლიმატისა და შესაძლებლობის შესახებ 
ინფორმირება პოტენციური ინვესტორების და სხვა დაინტერესებული პირების საქართველოში არსებული ბიზნეს გარემოს, საინვესტიციო პოტენციალისა და კლიმატის შესახებ. ასევე  დეტალური ინფორმაციის მიწოდება არსებული საინვესტიციო პროექტების შესახებ.

 

საკომუნიკაციო სერვისი
დაინტერესებულ პირებთან კონტაქტების დამყარების ხელშეწყობა. მოთხოვნის საფუძველზე მოლაპარაკებების კოორდინაცია პოტენციურ ინვესტორსა და სახელმწიფო/კერძო სექტორებს შორის.

 

ორგანიზება საინვესტიციო ფორუმების/ბიზნეს ვიზიტების / B2G  და B2B შეხვედრების
დეპარტამენტი აქტიურად არის ჩაბმული სხვადასხვა თემატიკის ღონისძიებების ორგანიზებაში, რომლის დახმარებითაც ხორციელდება საინვესტიციო კლიმატისა და შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ინვესტორებისათვის.

 

ინვესტორების შემდგომი მხარდაჭერა (Aftercare)
შეგროვება და შენახვა არსებული და პოტენციური ინვესტორების საკონტაქტო ინფორმაციის კლიენტებთან ურთიერთობის მართვის სისტემაში (CRM), რათა შემდგომში გაზიარებულ იქნას განახლებული ინფორმაცია საინვესტიციო პროექტებისა და არსებული შესაძლებლობების შესახებ. მიმდინარეობს ქვეყანაში არსებული საინვესტიციო აქტივობების შესწავლა და შესაბამისი ინფორმაციის მოპოვება, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ინვესტორების მხარდამჭერი მომსახურება და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტიციების ხელშეწყობის დეპარტამენტი

მისამართი:  0108 , თბილისი, ჭოველიძის . №10
ტელ:  +995 32 299 10 30
E-mail:  gedilashvili@economy.ge

 



დამატებით ამ თემაზე
დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2016 ©