ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა

სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებაზე, კერძო სექტორის განვითარებაზე, მცირე და საშუალო საწარმოებისა და ექსპორტის ხელშეწყობა, ქართული საწარმოების მხარდაჭერა და ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის განვითარებაზეა ორიენტირებული ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "აწარმოე საქართველოში".

მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ შეთავაზებული სერვისებია: 

 

საპროცენტო განაკვეთის და გირაოს უზრუნველყოფის თანადაფინანსება

სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში. მოიცავს ინდუსტრიულ და სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობის მიმართულებებს

 

მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის გრანტების გაცემა 

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში. 

 

საერთაშორისო ბრენდის გამოყენების ხარჯების ანაზღაურება 

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობის კომპონენტის "უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში. 

 

საქართველოში კინოგადაღებებისას განხორციელებული კვალიფიციური ხარჯის 20-25 %-ის ანაზღაურება

კინოინდუსტრიის განვითარების კომპონენტის “გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში.

 

ევროპის მეწარმეთა ქსელზე (EEN) წვდომა

პლატფორმა, რომელიც ემსახურება ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელთა შორის კავშირების დამყარებას.

 

საერთაშორისო გამოფენებსა და სავაჭრო მისიებში ქართული ექსპორტიორი კომპანიების მონაწილეობის ორგანიზება

 

საექსპორტო ბაზრების კვლევა

 

კონსულტაციის გაცემა მეწარმეობის განვითარების სააგენტოს პროგრამების, სერვისებისა და აქტივობების შესახებ

 

წვდომა მომსახურების ცენტრის ელექტრონულ და ბეჭდურ რესურსებზე; წვდომა ბიზნეს ლიტერატურაზე

 

ხელმისაწვდომობა მომსახურების ცენტრში შეხვედრებისთვის გამოყოფილ სივრცეზე

 

დაინტერესებული მეწარმეებისა და სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომობა სხვადასხვა სახის ლექციასა და სემინარზე

 

მეწარმეობის განვითარების სააგენტოს  მიერ შეთავაზებული ყველა სერვისი უფასოა.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ აწარმოე საქართველოში

მისამართი:  0102, თბილისი, მარჯანიშვილის ქ. N5/16-18 (დ. უზნაძის N18), 
ტელ:  +995 32 296 00 10
E-mail:  info@enterprise.gov.ge

ვებგვერდი: www.enterprisegeorgia.gov.ge



დამატებით ამ თემაზე
დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2016 ©