• Mail
  • Print
  • PDF
Georgia-EU International Investors’ Conference
13 June, 2014
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველო-ევროკავშირის ინვესტორთა საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა და საქართველოს ეკონომიკურ პერსპექტივებსა და რეფორმებზე ისაუბრა.
კონფერენციის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრა გამართა ევროპის რეკონსტრუქციისა და საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ანდრას სიმორთან. შეხვედრაზე საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. მინისტრის განცხადებით, საქართველო ევროკავშირისგან სერიოზულ ფინანსურ დახმარებას მიიღებს.
"ევრობანკი სპეციალური ფინანსური ინსტრუმენტის შექმნას აპირებს, რათა თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებით გათვალისწინებული მოთხოვნების თანახმად, საქართველოს კომპანიების მიერ გასაწევი სამუშაოები სპეციალური ფინანსური ინსტრუმენტით დაფინანსდეს. ეს დაეხმარება ქართულ კომპანიებს, რომ ადვილად შეძლონ ევროპის ბაზრის მოთხოვნებით გათვალისწინებული სტანდარტების მიღწევა, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს ევროპის ბაზარზე ექსპორტი განახორციელონ. მაკროეკონომიკური სტიმულირებისთვის გათვალისწინებულია 46 მილიონი ევრო და სავაჭრო შეთანხმებით გათვალისწინებული სტანდარტების მიღწევისთვის სპეციალური დახმარება 51 მილიონი ევროს ოდენობით. ასე, რომ პაკეტი საკმაოდ სერიოზულია" - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მინისტრის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქართული ეკონომიკის მოდერნიზაცია რაც შეიძლება მოკლე ვადებში მოხდეს და ქართული საწარმოები ევროპის ბაზარზე გათვალისწინებულ სტანდარტებს მიუახლოვდეს.
Giorgi Kvirikashvili, Vice Prime Minister and Minister of Economy and Sustainable Development of Georgia delivered a speech a Georgia-EU International Investors’ Conference and discussed Georgian economic prospects and reforms.

Within the framework of the Conference, Giorgi Kvirikashvili held a meeting with András Simor, Vice President of the European Bank for Reconstruction and Development (EBRD). They discussed the prospects for future co-operation between Georgian and EBRD. According to the Minister, Georgia will receive financial support from the EU.

"The EBRD plans to develop a special financial instrument according to the requirements of the free trade area agreement and fund the Georgian companies in this term. This will help Georgian companies to comply with the standards of the European market and export the production. 46 mln Euro is allocated for macro economy and 51mln Euro for achieving the standards according to the Free Trade area. Thus, this is valuable aid for Georgian companies" – Giorgi Kvirikashvili said.

According to the Minister, the Georgia Government will do its best to modernized Georgian economy in short period of time and support Georgian companies to comply with the standards of the European market. 
News
Select department