საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აცხადებს კონკურსს: 

 

  • ინვესტიციების პოლიტიკისა და სტრატეგიული საინვესტიციო პროექტების უფროსი კურატორის  თანამდებობაზე:

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შეიმუშავებს და ახორციელებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ამოცანებს. სამინისტროს საქმიანობის ძირითადი სფეროებია: ეკონომიკური პოლიტიკა; ეკონომიკური ზრდის ანალიზი; მდგრადი განვითარება; ვაჭრობა და ინვესტიციები; წარმოებისა და მომსახურების ხელშეწყობა; ტურიზმი; სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა; სამშენებლო პოლიტიკა; ელექტრონული კომუნიკაციები; ინოვაციური ეკოსისტემისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება და ხელშეწყობა; ფოსტა; ტრანსპორტი და ლოგისტიკა; სტანდარტიზაცია და მეტროლოგია; აკრედიტაცია; კაპიტალის ბაზრის განვითარება; საპენსიო სისტემის რეფორმა; ქვეყნის ბრენდის განვითარება; წიაღის მდგრადი მართვა; ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის, სტრატეგიისა და სახელმწიფო პროგრამების შემუშავება, განხორციელება და მონიტორინგი; სამინისტროს მართვაში არსებული საწარმოების (აქციების ან/და წილების) პარტნიორის/აქციონერის უფლებამოსილებების განხორციელება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

სამინისტრო განიხილავს ნებისმიერი პირის შესაძლებლობებს, რომელიც აკმაყოფილებს ჩამოთვლილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

უმაღლესი განათლება შემდეგი მიმართულებებით:

• ბიზნეს-ადმინისტრირება
• ეკონომიკა
• ფინანსები
• საერთაშორისო ურთიერთობები
 

მინიმუმ 7 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის, შემდეგ მიმართულებებზე:

• საინვესტიციო პორტფელების მართვა
• ინვესტორებთან ურთიერთობა და მათი მხარდაჭერა
• საინვესტიციო პოტენციალის განვითარებასთან დაკავშირებული პროექტების მართვა
• საინვესტიციო კვლევები
• საინვესტიციო სფეროში კონსულტირება 
 

უცხო ენის ცოდნა:
• აუცილებელია ინგლისური ენის ბრწყინვალედ (C2 დონე) ცოდნა
• სასურველია რუსული ენის ცოდნა


საჭირო უნარები:
• ეფექტური კომუნიკაციის და ანგარიშგების უნარები (წერითი და ვერბალური), ქართულ და ინგლისურ ენებზე
• პრეზენტაციის მომზადებისა და ეფექტურად წარდგენის უნარი
• დაგეგმვისა და ორგანიზების მაღალი კულტურა
• კრიტიკული ანალიზის უნარი
• განსხვავებულ ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
• ლიდერული უნარ-ჩვევები
 
ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად. 


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დასაქმების შემთხვევაში სამინისტრო გთავაზობთ:
1. თანამშრომლის ორიენტაცია/ადაპტაციას;
2. მოტივაციის სისტემებს;
3. განვითარების საშუალებას;
4. კვალიფიკაციის ამაღლებაში ხელშეწყობას;
5. კარგ კორპორატიულ კულტურას და მაღალი სტანდარტის ეთიკურ გარემოს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გისურვებთ წარმატებას პროფესიულ და კარიერულ განვითარებაში.

კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ვთხოვთ CV  გამოგზავნონ მეილზე: hr@moesd.gov.ge . დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 

 

 

 

დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©