კავშირგაბმულობა, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიები, ინოვაციები

- 2017 წლის ბოლოს, ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტის აბონენტების რაოდენობამ 774 000 მიაღწია, რაც 48,5%-ით (253 000 აბონენტით) მეტია 2013 წელთან შედარებით. 2017 წელს ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტის აბონენტების სიმკვრივემ 100 მოსახლეზე შეადგინა 20,8%.

 

- 2017 წელს მობილური ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობამ  2,86 მლნ, ხოლო მისმა სიმკვრივემ ყოველ 100 მოსახლეზე 77,2% შეადგინა. 2013 წლის ბოლოსთან შედარებით აბონენტების რაოდენობა  79,8 % -ით  (1 270 000) აბონენტით გაიზარდა.

 

 

- 2017 წლის ბოლოს მობილური ოპერატორების აბონენტების რაოდენობამ შეადგინა 5,7 მილიონი, სადაც სიმკვრივემ 100 მოსახლეზე 154 % შეადგინა. 2013 წელთან შედარებით აბონენტების რაოდენობა 14 %-ით გაიზარდა (700 000 აბონენტით);
- ფასები მობილური ინტერნეტის პაკეტებზე საშუალოდ 59%-ით შემცირდა 2013-2017 წლების განმავლობაში.



დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©