ნათია თურნავა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულ დირექტორს შეხვდა
29-05-2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულ დირექტორს კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენს შეხვდა. 

მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საქმიანობა საქართველოში და პრიორიტეტული მიმართულებები. მათ შორის ყურადღება გამახვილდა ტრანსპორტზე, სამთო მრეწველობაზე, ენერგოეფექტურობის პროგრამებსა და სხვ.

აღინიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორი და მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების მხარდამჭერი. ბანკის ჯამურმა ინვესტიციამ საქართველოში 3.2 მლრდ. ევრო, ხოლო განხორციელებული პროექტების რაოდენობამ 198 შეადგინა. მხოლოდ 2018 წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკაში 267 მლნ ევროს ინვესტიცია განახორციელა. 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე და დავით თვალაბეიშვილი. 


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©