ნათია თურნავა აშშ-ის კონგრესის სტაფერებს შეხვდა
30-09-2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აშშ-ის კონგრესის სტაფერებს შეხვდა. 

კონგრესის სტაფერთა საქართველოში ვიზიტის მიზანია უფრო მჭიდროდ გაეცნონ საქართველოს ეკონომიკას, პოლიტიკასა და კულტურას. ვიზიტის ფარგლებში სტაფერები საქართველოს მთავრობის, პარლამენტის წევრებსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდებიან. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აშშ-ის კონგრესის სტაფერებს დეტალურად გააცნო საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი, ბიზნეს გარემო, ასევე მიმდინარე და დაგეგმილი ეკონომიკური რეფორმები. 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო აშშ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებს და მათი გააქტიურებს გზებს, განსაკუთრებით სავაჭრო მიმართულებით. 

„საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აშშ-თან სავაჭრო ურთიერთობის გააქტიურება და თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ამოქმედება. ამასთან, კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც შეხვედრისას განვიხილეთ, აშშ-სთან პირდაპირი ფრენების დაწყებაა, რაზეც მოხარულები ვართ, რომ ამერიკულ მხარესთან დიალოგი უკვე დაწყებულია“ - აღნიშნა შეხვედრის შემდეგ ნათია თურნავამ. 

თავის მხრივ, აშშ-ის კონგრესის სტაფერებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ, განაცხადეს, რომ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გამართული მაღალი დონის შეხვედრები საშუალებას მისცემს მათ უფრო მეტი შეიტყონ საქართველოს ეკონომიკის, პოლიტიკისა და კულტურის შესახებ. ასევე განიხილონ აშშ-საქართველოს შორის ორმხივი სავაჭრო ურთიერთობები.


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©