ნათია თურნავა: „საქართველო გააგრძელებს ლიდერობას რეფორმების მიმართულებით, რაც ბიზნესს ხელსაყრელ კლიმატს შეუქმნის“
23-10-2019

თბილისში მიმდინარე „აბრეშუმის გზის ფორუმის“ პანელზე „ინვესტიცია წარმატებისთვის“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ  საქართველოში უცხოელი საინვესტიციო გარემოს ხელსაყრელი გარემოს შესახებ ისაუბრა. ნათია თურნავას განცხადებით, გავლენიანმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოებმა საქართველოს  საკრედიტო რეიტინგი გაზარდეს. 

„2019 წელს ორმა წამყვანმა სარეიტინგო  სააგენტომ „Fitch Ratings“ და „Standard and Poor's rating“ საქართველოს საკრედიტო რეიტინგი გაუზარდეს - სუვერენული კრედიტის მაჩვენებელი აწიეს სტაბილური პროგნოზით. სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია და უცხოელი ინვესტორებისთვის პოზიტიური გზავნილია, რომ საქართველო  ლიდერობას გააგრძელებს რეფორმების მიმართულებით, რაც ხელსაყრელ კლიმატს შეუქმნის ბიზნესს“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. 

ნათია თურნავამ მსოფლიო ბანკის რეიტინგებში საქართველოს პოზიციონირების  შესახებაც ისაუბრა: „ბიზნესის წარმოების სიმარტივით  მსოფლიო ბანკის რეიტინგში  ჩვენ ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია გვაქვს,  თუმცა ამ მიღწევას ყოველთვის გამყარება სჭირდება და ჩვენ ვაგრძელებთ ერთი ფანჯრის პრინციპით მუშაობას ყველა მიმართულებით - ეს ეხება კერძო სექტორს, პრივატიზაციას, ნებართვებსა და ლიცენზიებს. ჩვენ დღეს შეგვიძლია ციფრული პლატფორმების გამოყენებით ერთი ფანჯრის პრინციპით  საქმეების წარმოება.“ 

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს მთავრობა  დიდ ყურადღებას უთმობს მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებას, რათა შეიქმნას ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა და მცირე და საშუალო საწარმოებმა ხარისხის  ევროპული სტანდარტები დააკმაყოფილონ. 

პანელზე სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განათლების სფეროში რეფორმების გატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „მინდა ხაზი გავუსვა განათლების რეფორმას, რაც ხანგრძლივი ეკონომიკური ზრდის  საფუძველი გახლავთ, ჩვენ გვაქვს ამბიცია ცოდნისა და ინოვაციების ეკონომიკის თვალსაზრისით წინ წავიდეთ.  2022 წელს განათლების ხარჯები  მთლიანი შიდა პროდუქტის 6 %-ს  მიაღწევს“, - აღნიშნა მან. 


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©