ნათია თურნავა უზბეკეთის რესპუბლიკის ინვესტიციებისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრის პირველ მოადგილეს ალიშერ აბდუალიევს შეხვდა
12-02-2020

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა უზბეკეთის რესპუბლიკის ინვესტიციებისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრის პირველ მოადგილეს ალიშერ აბდუალიევს შეხვდა. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე და ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ ბიზნეს გარემოზე, იმ უპირატესობებზე, რომელიც უზბეკურ კომპანიებს საქართველოში ინვესტიციების განხორციელების შედეგად ექნებათ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო და უზბეკეთის რესპუბლიკა სტაბილური პარტნიორები არიან, თუმცა ორ ქვეყნას შორის მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტი პოტენციალია, რომლის ათვისებაც სრულად უნდა მოხდეს. 

ამასთან, ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია უზბეკურ ბაზარზე ქართული პროდუქციის, როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ინდუსტრიული პროდუქციის ექსპორტის ზრდა მოხდეს.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ინვესტიციების მოზიდვის, ტრანსპორტისა და ტურიზმის სფეროში. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-უზბეკეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ სამთავრობოთაშორისო კომისიის სხდომის ჩატარების მნიშვნელობას, რომელიც უახლოეს პერიოდში არის დაგეგმილი. 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი და ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი თარაშ პაპასქუა. 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11
2 99 11 70

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©