ნათია თურნავა კომპანია AE Solar-ის საქმიანობას და სამომავლო გეგმებს გაეცნო
30-05-2020

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში კომპანია AE Solar-ის საწარმოს ესტუმრა და პირადად გაეცნო მის საქმიანობას და სამომავლო გეგმებს. გერმანული კომპანია საქართველოში მზის ენერგიის მოდულებს აწარმოებს, ამ დრომდე განხორციელებული ინვესტიცია 10 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს, დასაქმებულთა რაოდენობა კი 140-ს შეადგენს. 

„ძალიან სასიხარულოა, რომ საწარმო კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, როცა ჩვენ ვხსნით ეკონომიკას, საწარმო გაფართოებას გეგმავს - მის გეგმებში დიდი კორექტირება არ მომხდარა. ქარხანა, პრაქტიკულად, საწამოო სიმძლავრის გაორმაგებას გეგმავს, რაც მეტი ადამიანის დასაქმებას ნიშნავს“, - აღნიშნა ნათია თირნავამ. 

ამასთან, მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ დღეს ქარხნიდან პროდუქციის პირველი პარტია ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიგზავნა. „საწარმო პროდუქციას აწვდის ევროპის, რეგიონის ქვეყნებს და ახლა უკვე აშშ-საც. განსაკუთრებით დასაფასებელია და ჩვენც ყველანაირად ვეხმარებით, რომ მიუხედავად პანდემიისა და გლობალური ეკონომიკური კრიზისისა, მათ თავიანთი გეგმები არ შეცვალონ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაფართოებას გეგმავენ - ეს 2021 წელს ჩვენი ეკონომიკური აღმასვლის ერთ-ერთი კომპონენტია“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.
 


დაგვიკავშირდით

2 99 11 11
2 99 11 70

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©