ნათია თურნავა საქართველოში უნგრეთის ელჩს ვიქტორია ჰორვატს შეხვდა
03-02-2021

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოში უნგრეთის ელჩთან ვიქტორია ჰორვატთან ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილა. 

შეხვედრაზე ნათია თურნავამ უნგრეთის ელჩს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისულ ქმედებებზე, რომლებიც მიმართულია როგორც მოქალაქეების ჯანმრთელობის, ისე ეკონომიკის ინტერესებით. საუბარი წარიმართა ქვეყნებს შორის საჰაერო გზით მიმოსვლისა აღდგენისა და ტურისტულ სფეროში თანამშრომლობის განახლების შესაძლებლობებზე. 

ასევე განხილულ იქნა თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები ორმხრივი ვაჭრობის, ასევე ინვესტიციების ურთიერთმოზიდვის კუთხით.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11
2 99 11 70

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©