ლევან დავითაშვილმა GLOBSEC 2022 BRATISLAVA FORUM-ში მიიღო მონაწილეობა
03-06-2022

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბრატისლავაში, GLOBSEC 2022 ფორუმის პანელზე, „Europe’s Addiction Problem: Russian Energy” განხილული საკითხების შეფასებისას მედიასთან ისაუბრა.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, გამოწვევები, რომლებიც, მათ შორის, ეკონომიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით დგას მსოფლიოს წინაშე, დაძლეული უნდა იყოს საერთო ძალისხმევით.

„მონაწილეობა ისეთ ღონისძიებებში, სადაც თავს იყრიან  ევროპის როგორც პოლიტიკური, ისე ბიზნესლიდერები და მათთან  მუდმივი კომუნიკაცია, საქართველოს გზავნილების პირველი წყაროდან მიტანა, საქართველოს პრიორიტეტულობის კიდევ ერთხელ წარმოჩენა და დაფიქსირება ძალიან მნიშვნელოვანია“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მისივე შეფასებით, დღეს ერთობის გარეშე არაფრის მიღწევა არ გამოვა და ერთობა ჭირდება როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირს. ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს განსაკუთრებული როლი გააჩნია, რათა თავისი წვლილი შეიტანოს ევროპის ეკონომიკურ უსაფრთხოებაში.

„ენერგეტიკული რესურსების ალტერნატიულ მარშრუტებს და ზოგადად, მიწოდების დივერსიფიკაციას დღევანდელ დღეს ძალიან დიდი მნიშვნელობა გააჩნია. ჩვენი თანამშრომლობა ევროკავშირთან კიდევ უფრო მაღალ ხარისხში უნდა განვავითაროთ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ როგორც საქართველოს უსაფრთხოება, ენერგოდამოუკიდებლობა, ასევე წვლილი შევიტანოთ საერთო ევროპულ ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ დამოუკიდებლობაში“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ვიცე-პრემიერი სლოვაკეთში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში იმყოფება, რომელსაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს.


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2021 ©