ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
გიორგი გახარია EBRD-ის პრეზიდენტს სუმა ჩაკრაბარტს შეხვდა
05-09-2017

"საქართველოს ეკონომიკა, იმაზე უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე ჩვენ ველოდით" - ეს განცხადება ევროპის რეკონსტრუქციის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. შეხვედრის მთავარი თემა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, სტრატეგია და კერძო სექტორის განვითარება იყო. გიორგი გახარიასთან საუბრისას EBRD-ის ხელმძღვანელმა ინვესტიციების, DCFTA-ს, კაპიტალის ბაზრისა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის განვითარების შესახებ ისაუბრა.

"ჩვენ განვიხილეთ ქვეყნის სტრატეგია. ასევე, ვისაუბრეთ საქართველოს ეკონომიკაზე, რომელიც უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე ჩვენ ველოდით.  ასევე, განხივილეთ EBRD-ის პრიორიტეტები, ვისაუბრეთ კერძო სექტორის განვითარების მნიშვნელობაზე. საქართველოს თავისი გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, რეგიონის ქვეყნების დაკავშირების კუთხით დიდი შესაძლებლობები აქვს" - განაცხადა სუმა ჩაკრაბარტიმ.

EBRD-ის პრეზიდენტი საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. ხვალ სუმა ჩაკრაბარტი ინვესტორთა საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. 


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©