დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა
15-03-2018

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) საჯარო ლექცია წაიკითხა. 

ლექციას - „ეკონომიკური პოლიტიკის გადაწყვეტილებები და მათი გავლენა ეკონომიკაში“ BTU-ს სტუდენტები ესწრებოდნენ. ლექცია ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა. 

მინისტრმა სტუდენტებს საჯარო ლექციის მიმდინარეობისას გააცნო მთავრობის ხედვა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, ასევე ესაუბრა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი სტრუქტურული და ინსტიტუციონალური რეფორმები.

პირველმა ვიცე-პრემიერმა  ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მნიშვნელობაზე, საპენსიო რეფორმაზე, კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე, საჯარო კერძო თანამშრომლობის სქემაზე, ლარიზაციაზე, სივრცით დაგეგმარებაზე, ენერგეტიკული ბაზრის რეფორმაზე, წიაღის მართვის გაუმჯობესების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებსა და სხვა. 

საჯარო ლექცია სტუდენტების მაღალი ჩართულობით წარიმართა. 

ლექციას ასევე ესწრებოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე. 


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©