დიმიტრი ქუმსიშვილმა დუბაის საინვესტიციო ფორუმზე გამართულ პანელში მიიღო მონაწილეობა
09-04-2018

პირველმა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დუბაის საინვესტიციო ფორუმზე გამართულ პანელში მიიღო მონაწილეობა. 

დიმიტრი ქუმსიშვილმა პანელის მონაწილეებს საქართველოში ინვესტორთა საბჭოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მინისტრმა აღნიშნა, რომ კერძო სექტორთან კომუნიკაციისა და დიალოგის მიზნით ქვეყანაში ინვესტორთა საბჭო შეიქმნა, რომელიც აერთიანებს ყველა ბიზნეს ასოციაციას, ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუციას და ეკონომიკურ ბლოკს. 

„საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის პრემიერ-მინისტრია და ბიზნესის ხმა მკაფიოდ და ძლიერად ისმის. ჩვენ პერმანენტული შეხვედრები გვაქვს, რომლის დროსაც ყველა ბიზნეს ასოციაციას აქვს შესაძლებლობა ისაუბროს და წარმოადგინოს ყველა ის პრობლემა, თუკი რამე აქვს კერძო სექტორს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის ძალიან კარგი და ძალიან ეფექტიანი პლატფორმა , რომლის დანერგვასაც ყველა ქვეყნის მთავრობას ვურჩევ“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

ინვესტორებისა და პირადაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე საუბრისას უნდა აღინიშნოს, რომ ორი მიმართულება არის ძალიან მნიშვნელოვანი - ინტელექტუალური საკუთრებისა და  საკუთრების უფლების დაცვა, - ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა დუბაის საინვესტიციო ფორუმის პანელზე გამოსვლისას განაცხადა. 

 პირველი ვიცე-პრემიერის თქმით,  საქართველომ ორივე ამ მიმართულებით დიდი პროგრესი განიცადა და ხელშესახები წინსვლა აქვს.

„თუ გვინდა ინვესტორების მოზიდვა, ჩვენ უნდა მივცეთ მათ გარანატია, რომ მათი პროდუქტი, მათი ინტელექტუალური საკუთრება, მათი საკუთრების უფლება იქნება დაცული და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ამ მხრივ დიდი ნაბიჯები გადადგა წინ“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©