დიმიტრი ქუმსიშვილი აზიის ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
13-04-2018

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აზიის ინფრასტრუქტურის და ინვესტიციების ბანკის პრეზიდენტს ძინ ლიცუნს და ბანკის უმაღლეს მენეჯმენტს შეხვდა. 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ პროექტების მიმდინარეობას, რომელთაც საქართველოში აზიის ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციების ბანკი ახორციელებს, აგრეთვე დაგეგმილ და განხილვის პროცესში არსებულ პროექტებს. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა ნენსკრაჰესის, ელექტროგადამცემი ხაზების, აღმოსავლეთისა და დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობის პროექტები, ასევე ბათუმის შემოვლითი გზის პროექტზე, რომელიც ასევე აზიის ინფრასტრუქტურის და ინვესტიციების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. 

შეხვედრაზე მხარეებმა ყველა ამ პროექტზე გაცვალეს ინფორმაცია. აღინიშნა, რომ პროექტები შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. 

ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ანაკლიის პორტის საკითხზე. აღინიშნა, რომ ბანკის სპეციალისტთა ჯგუფი უკვე სწავლობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს. მათ მიერ სამუშაოს დასრულების შემდეგ, საკითხი ბანკის მმართველთა საბჭოზე იქნება განხილული და დამტკიცებული.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გიორგი ჩერქეზიშვილი და გენადი არველაძე, აგრეთვე სს „საქართველოს რკონიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე, საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დავით აფციაური.


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©