დიმიტრი ქუმსიშვილი ავსტრიის ფედერალური ეკონომიკური პალატის დელეგაციას შეხვდა
16-05-2018

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ავსტრიის ფედერალური ეკონომიკური პალატის დელეგაციას შეხვედა, რომელსაც აღნიშნული ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი რიჩარდ შენცი ხელმძღვანელობდა. 

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველო - ავსტრიის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, აგრეთვე თანამშრომლობაზე საქართველოსთვის ისეთ პრიორიტეტულ სექტორში, როგორიცაა სამთო ტურიზმი. ასევე ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე ენერგეტიკაში, ვაჭრობაში, ინოვაციებში, პროფესიულ განათლებაში და სხვ. 

შეხვედრაზე პოზიტიურად შეფასდა საქართველო-ავსტრიის ბიზნეს ფორუმის ჩატარება, რომელიც B2B ფორმატით ჩატარდა. ფორუმს 26 მსხვილი ავსტრიული და 100-ზე მეტი ქართული კომპანიის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. ავსტრიის ბიზნეს-დელეგაციის წევრი კომპანიები წარმოადგენდნენ შემდეგ სფეროებს: ჰიდრო- ელექტროენერგია, დეტექტორების, ონკანების და მსგავსი საზომი ხელსაწყოების წარმოება, სახანძრო სიგნალიზაცია და ტაქსომეტრები, სპორტული კომპლექსების მოწყობა და მართვა, მანქანათმშენებლობა, შესაფუთი მანქანა-დანადგარები,  მყარი ნარჩენების გადამამუშავებელი ტექნოლოგიები და სხვ.

თავის მხრივ, ავსტრიის ფედერალური ეკონომიკური პალატის ვიცე-პრეზიდენტმა რიჩარდ შენცმა საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი და ადგილობრივი ბიზნეს სექტორი ავსტრიაში ბიზნეს ფორუმის ჩასატარებლად მიიწვია. 

შეხვედრას ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი. 


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©