ირმა ქავთარაძემ შენობების ენერგოეფექტიანობის სამუშაო შეხვედრა გახსნა
10-07-2018

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროში 9 ივლისს გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე ენერგოეფექტიანობის მინიმალური მოთხოვნები შენობებისთვის. შეხვედრა ორგანიზებული იყო დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (DANIDA) მხარდაჭერით. 

შეხვედრაზე განიხილეს შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ კანონპროექტის ასამოქმედებლად საჭირო მთავრობის დადგენილების პროექტი „ენერგოეფექტიანობის მინიმალური მოთხოვნები შენობებისთვის“. აგრეთვე იმსჯელეს ენერგოეფექტიანობის სფეროში მისაღები ევროსტანდარტების  თაობაზე. 

სამუშაო შეხვედრას დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და  სამინისტროს თანაშრომლების გარდა ესწრებოდნენ ენერგოეფექტიანობის დარგის ექსპერტები, აგრეთვე სამშენებლო და დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლები. 


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©