აკაკი საღირაშვილი ბათუმის საზღვაო აკადემიაში ღია კარის დღეს დაესწრო
08-11-2018

„ბათუმის საზღვაო აკადემია გამორჩეული უმაღლესი სასწავლებელი გახდა არა მხოლოდ აჭარასა და ზღვისპირეთში, არამედ საქართველოს სხვა რეგიონებშიც, რაც იმას ნიშნავს, რომ საზღვაო პროფესიები საქართველოში პოპულარული ხდება. ამის მანიშნებელია ისიც, რომ მიმდინარე წელს საბაკალავრო პროგრამებზე პირველი არჩევანით კონკურსის მიხედვით საზღვაო აკადემია ლიდერი სასწავლებელი გახდა,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა ბათუმის საზღვაო აკადემიაში სტუმრობისას. მინისტრის მოადგილე „ღია კარის დღეს“ დაესწრო და აკადემიაში შეკრებილ სტუდენტებსა და აღნიშნულ სასწავლებლებში სწავლის მსურველ ახალგაზრდებს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პროფესია მეზღვაურის მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკისთვის. რა რაოდენობის კონტრიბუცია მოაქვთ მათ ქვეყნისთვის და ზოგადად რა პერსპექტივები და სამომავლო გეგმები განხორციელდება ამ კუთხით.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვები უშუალოდ ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებისთვის დაესვათ.

„ღია კარის დღეს“ ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი.


დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©