მიმდინარე პროექტები

საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა 

პროგრამის ფარგლებში ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გამოყენებით დაიფარება ის დასახლებული პუნქტები და მოეწყობა ღია დაშვების წერტილები, რომლებიც დღეისათვის არ არიან დაფარული ოპტიკური ქსელით. ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარების ღონისძიებების განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ შეიქმნილი არაკომერციული იურიდიული პირი "OpenNet"-ი, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” ფინანსური მხარდაჭერით.

ფართოზოლოვანი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების შედეგად, საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა ისარგებლებს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით, რაც კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი მოქალაქეების ჩართულობას ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში. 

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://opennet.ge/geo 

 

საქართველოს „ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგია და მისი განხორციელების გეგმა“

ევროკავშირი, ციფრული ბაზრის ჰარმონიზების (HDM) პროექტის EU4Digital : „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის (EaP) ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიების შემუშავების„ რეგიონული ინიციატივის ფარგლებში, ევროკომისია, მსოფლიო ბანკის საშუალებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უწევს საექსპერტო ტექნიკურ დახმარებას საქართველოს „ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიის და მისი განხორციელების გეგმის“ შემუშავებაში. სტრატეგია, საქართველოში ციფრული უთანასწორობის დაძლევის მიზნით, ორიენტირებული იქნება ევროკავშირის შესაბამისი პოლიტიკის და რეგულაციების გატარების საკითხებზე. 

 

სათემო ფართოზოლოვანი ინტერნეტ ქსელის განვითარება ფშავის და ხევსურეთის, ასევე გუდამაყრის ტერიტორიებზე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარე წელს დაიწყება ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტი, პროექტის ფარგლებში დაიფარება: ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყარის ხეობები; 

სამინისტროს მიერ ფართოზოლოვანი ინტერნეტიზაციის პროექტის რეალიზაციის მხარდაჭერა განხორციელდება „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 მარტის №671 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 აგვისტოს №1709 განკარგულების შესაბამისად, რომლის თანახმად პროექტის განხირციელებისთის საჭირო თანხის ნაწილი დაფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო ნაწილი დონორების საშუალებით. პროექტის ბენეფიციარია მთის სათემო ქსელი, ხოლო საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას და ქსელის დაგეგმარებას, ქსელის ლოკალურ და გლობალურ ინტერნეტზე წვდომის უზრუველყოფას (150 მბ/წმ), კოლოკაციის მომსახურების უზრუნველყოფას, ტრეინინგებს განახორციელებს საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია (TOA). 
 

ევროპასა და აზიას შორის ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო ინფრასტრუქტურა

საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა მას საშუალებას აძლევს გახდეს ევროპისა და აზიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი ჰაბი. ამ მიმართულებით სამინისტრო აწარმოებს მიზანმიმართულ მოლაპარაკებებს საზღვარგარეთის ქვეყნების სატელეკომუნიკაციო ადმინისტრაციებთან, რომ მათი მსხვილი მაგისტრალური Tier 1 ოპერატორები, რომელთა ქსელებიც ფარავენ ევროპისა და აზიის ტერიტორიებს დაინტერესდნენ საქართველოში შემოსვლით და განახორციელონ გლობალური რესურსებზე წვდომის მომსახურებების მიწოდების წერტილის, ასევე „დატა ცენტრების“ ფორმირება, აღნიშნული მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ქვეყანაში საბითუმო ინტერნეტის კონკურენტული ფასების არსებობას და საქართველოს გავლით ევროპა-აზიის სატელეკომუნიკაციო ტრაფიკების გაცვლის დერეფნის ფორმირებას.

ასევე მნიშვნელოვანია მიმდინარეობს შავ ზღვაში და კასპიის ზღვაში წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო მაგისტრალის მშენებლობის და მისი ექსპლოატაციაში გაშვების საკითხის განხილვა დაინტერესებულ მხარეებთან, რაც ევროპასა და აზიას შორის ოპტკურ-ბოჭკოვანი საკაბელო ინფრასტრუქტურა ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრის, ფასების და ხარისხის გაუმჯობესების და კატასტროფების წინააღმდეგ ბრძოლის, ციფრულ კონტენტზე გამარტივებული დაშვების (ციფრული კონტენტის უმეტესობა მდებარეობს ევროპაში), მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) შესრულების საშუალებას იძლევა.

 

უსაფრთხო ინტერნეტ სივრცის უზრუნველყოფა

ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კაშირის (ITU) ევროპის რეგიონული ინიციატივის „საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების მიმართ ნდობის გაძლიერების“ ფარგლებში, ITU-ს ევროპის რეგიონალურ ოფისის ტექნიკური დახმარებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ დაიწყო მუშაობა  ,,ონლაინ უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიაზე’’, რომლითაც განისაზღვრება ქვეყანაში განსახორციელებელი ღონისძიებები ინტერნეტის  უსაფრთხო გამოყენებისა და ინტერნეტ სივრცეში მავნე ზეგავლენისგან დაცვისთვის (განსაკუთრებით არასრულწლოვნების).

 

სატელეკომუნიკაციო სფეროში ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება 

  • ასოცირების შესახებ შეთანხმების მე-IV კარის, 129-ე მუხლის მიხედვით, შუალედური მომსახურების ოპერატორების (ISP) უფლებებისა და ვალდებულებების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრის შესახებ აღებული ვალდებულების შესრულების მიზნით, მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს კანონის პროექტზე „ელექტრონული კომერციის შესახებ,“ USAID-ის „მმართველობა განვითარებისთვის (G4G)“ პროექტის დახმარებით რომლის დასრულების შემდეგ, კანონპროექტი დადგენილი წესით  წარედგინება საქართველოს პარლამენტს განსახილველად. 
  • ასოცირების შესახებ შეთანხმების მე-IV კარის, XV-B დანართის მიხედვით, ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან სატელეკომუნიკაციო სფეროს კანონმდებლობის დაახლოების  მიზნით, საქართველოს კანონმდებლობასა და პირადი ცხოვრების კონფიდენციალურობისა და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ დირექტივას (2002/58/EC); ავტორიზაციის შესახებ დირექტივას (2002/20/EC); დაშვების შესახებ დირექტივასა (2002/19/EC) და ჩარჩო დირექტივას (2009/140/EC) შორის არსებული შეუსაბამობების გათვალისწინებით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს კანონში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ ცვლილებების პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ კანონპროექტი დადგენილი წესით წარედგინება საქართველოს პარლამენტს განსახილველად. 
  • ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების, ვაჭრობის ტექნიკური ბარიერების (TBT) სტრატეგიის შესაბამისად შესასრულებლად, ევროპის პარლამენტის და საბჭოს № 214/53/EC დირექტივასთან დაახლოების მიზნით, რომელიც შეეხება რადიო დანადგარებსა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალურ დანადგარებს და მათი შესაბამისობის ორმხრივ აღიარებას, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა ტექნიკური რეგლამენტის პროექტზე.

 

"აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციის (HDM)“ პროექტი

2014 წლიდან მიმდინარეობს „ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციის (HDM)“ პროექტი, რომლის მიზანია ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებს შორის ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციის პროცესის ხელშეწყობა, ციფრული ეკონომიკისა და საზოგადოების განვითარება ერთობლივი პროექტების განხორციელებით, ეროვნული ICT პოლიტიკის საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და ტექნოლოგიური სისტემების ჰარმონიზება და ინტეგრაცია. პროექტი პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით შექმნილია EU4Digital: „ციფრული უნარების (eSkills)“, „ICT ინოვაცოების (ICTinnovation)“, „ელექტრონული იდენთიფიკაციის, სანდო მომსახურებების, საინფორმაციო და კიბერ უსაფრთხოების (Trust&Secure), ელექტრონული ვაჭრობის (eTrade), ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების (Telecom) და ელექტრონული ჯანდაცვის (eHealth) ქსელები. თითოეული ქსელის მიმართულების განვითარებისთვის და ევროკავშირის ქვეყნებთან ჰარმონიზაციისთვის განისაზღვრა სამოქმედო გეგმები და პროექტები. საქართველოს მხრიდან ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო წარმოადგენს საქართველოს მხრიდან HDM პროექტის კოორდინატორს.

 

ფოსტის სფეროს რეფორმა და მარეგულირებელი საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზა 

ფოსტის სფეროს რეფორმის ფარგლებში, დასრულდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) საგრანტო დახმარებით გათვალისწინებული მარეგულირებელი საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის შემდეგი პროექტების შემუშავება:

  • საფოსტო სფეროს არსებული მდგომარეობის ანალიზი
  • ფოსტის სფეროს განვითარების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების დოკუმენტის შემუშავება
  • ფოსტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის გადახედვა/მოდიფიკაცია.


 

საქართველოს კანონის პროექტი “ფოსტის შესახებ”

შემუშავდა საქართველოს კანონის პროექტი "ფოსტის შესახებ", რომლის დადგენილი წესით მიღება განხორციელდება 2018 წელს. 



ფოსტის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა

2016 – 2020 წლების პერიოდისთვის მსოფლიო საფოსტო კავშირის UPU-ს 26-ე კონგრესზე არჩევნებში საქართველო არჩეული იქნა UPU-ს ადმინისტრაციული საბჭოს CA და საოპერაციო საბჭოს POC წევრ ქვეყნად, ასევე CA (ადმინისტრაციული საბჭოს) თავმჯდომარის მოადგილე ქვეყნად.  

 

დასრულებული პროექტები

საინფორმაციო ხელმისაწვდომობის ცენტრი (IAC) და ინტერნეტ სერვისის ცენტრი უსინათლო და მცირედმხედველთა პირებისთვის

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კორეის რესპუბლიკის კორეის რესპუბლიკის მეცნიერების, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და სამომავლო დაგეგმარების სამინისტროს შორის თანამშრომლობის შედეგად, კორეული მხარის ტექნიკური დახმარების ფარგლებში, 2016 წლის 13 დეკემბერს, ქ.თბილისში, მირზა გელოვანის სახელობის თბილისის ბიბლიოთეკის ბაზაზე გაიხსნა საქართველოში პირველი ინტერნეტ სერვის ცენტრი უსინათლოთათვის (Information Access Center – IAC),  რომელიც აღჭურვილია ტექნიკური დანადგარებით, მათ შორის უსინათლოთათვის განკუთვნილი ბრაილის შრიფტის მქონე კლავიატურებით და მათთვის  საჭირო ყველა სხვა ტექნიკით.  

 

სახელმწიფო ციფრული მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობის ქსელის ინტეგრაცია

2015 წელს სახელმწიფო ციფრული მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობის ძირითადი ქსელის ამოქმედებასთან ერთად დაიწყო მისი ინტეგრაციის სამუშაოები, რომელიც საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 დეკემბერის №2639 განკარგულებით ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ციფრული მიწისზედა საეთერო სატელევიზიო მაუწყებლობის ძირითადი ქსელის ამოქმედების შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის სატელევიზიო სიგნალის გავრცელების ჩრდილოვან ზონებში აღმოჩენილი დასახლებული პუნქტების ციფრული მაუწყებლობით უზრუნველყოფის შესახებ’’ დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით განხორციელდა და 2016 წელს ამოქმედდა 110 ციფრული რეტრანსლატორი, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა მაღალმთიან რეგიონებშია განთავსებული. აღნიშნული სამუშაოების განხორციელების შედეგად მიმდინარე პერიოდში საერთო ჯამში ქვეყნის მოსახლეობის 97%-ზე მეტს წვდომა აქვს საზოგადოებრივი მაუწყებლის და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის პროგრამებთან.

 

საფოსტო საგადახდო ნიშნების - საფოსტო მარკების მიმოქცევაში გაშვება 

საფოსტო მარკის გამოცემის უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. მინისტრის შესაბამისი ბრძანებით 2016 წელს მიმოქცევაში იქნა გაშვებული 10 თემატიკის 16 საფოსტო მარკა. 

 

ფოსტის სფეროს რეფორმის და განვითარების კომპლექსური გეგმა (IPDP) 2015-2017

მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) ტექნიკური დახმარების ფარგლებში მისი ექსპერტების მიერ მომზადებული იქნა საქართველოში ფოსტის სფეროს რეფორმის და განვითარების კომპლექსური გეგმა (IPDP) 2015-2017 წლებისთვის.
 

 

უნივერსალური საფოსტო მომსახურების უზრუნველყოფისთვის საჭირო ხარჯების შეფასებისთვის საფოსტო ბაზრის კვლევა

 

ფოსტის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა

მსოფლიო საფოსტო კავშირის UPU-ს 26-ე კონგრესზე არჩევნებში საქართველო არჩეული იქნა UPU-ს ადმინისტრაციული საბჭოს CA და საოპერაციო საბჭოს POC წევრ ქვეყნად, ასევე CA (ადმინისტრაციული საბჭოს) თავმჯდომარის მოადგილე ქვეყნად;



დაგვიკავშირდით

2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2017 ©