28 იანვარს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ სამშენებლო სფეროში მოღვაწე პირები მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვა, რომელთაც საქართველოს დამსახურებული არქიტექტორების და მშენებლების წოდებები მიენიჭათ საქართველოს აღმშენებლობის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. აღნიშნულ წოდებებს ყოველწლიურად ანიჭებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტი.
საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის წოდება მიენიჭათ: თენგიზ მახარაშვილს, კონსტანტინე მემანიშვილს და ვლადიმერ ცინცაძეს.
საქართველოს დამსახურებული მშენებლის წოდება კი მიენიჭათ: ჯონი გიგინეიშვილს, ბექა ხართიშვილს, გურამ კარტოზიას და ნუგზარ მიქელაძეს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ მადლობა გადაუხადა მათ გაწეული საქმიანობის შესახებ, რომლის მიზანსაც ქვეყნის სამშენებლო სექტორის განვითარება წარმოადგენს.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70