- მთავარი
- სამინისტრო
- ცენტრალური აპარატი
სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის ფუნქციები:
- სამშენებლო საქმიანობის სფეროში პოლიტიკის შემუშავება, გატარება, კოორდინაცია, მართვა და მონიტორინგის განხორციელება;
- სამშენებლო საქმიანობის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის, მათ შორის, ტექნიკური რეგლამენტებისა და სტანდარტების შემუშავების ინიციირება, ორგანიზება, ანალიზი, დანერგვა და შესრულების მონიტორინგი შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციით;
- სამშენებლო საქმიანობის სფეროში საერთაშორისო, სახელმწიფო და რეგიონული პროგრამების/პროექტების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში;
- სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და რეგიონულ უწყებებთან, მუნიციპალიტეტების ორგანოებთან თანამშრომლობა, სამშენებლო კუთხით პროგრამებისა და პროექტების ინიციირება, შემუშავება, კოორდინაცია, მონიტორინგი და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება;
- საცხოვრისის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სათანადო კვლევების საფუძველზე, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
- სამშენებლო საქმიანობის სფეროში პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში საზოგადოებისა და ბიზნესსექტორის ჩართულობის უზრუნველყოფა;
- სამშენებლო საქმიანობის სფეროში საგანმანათლებლო, მათ შორის, სპეციალისტების გადამზადების პროცესის ხელშეწყობა და ამ სფეროს სპეციალისტების პროფესიული კვალიფიკაციის რეგულირებაში მონაწილეობის მიღება;
- განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის პროექტების სავალდებულო ექსპერტიზის ჩატარებისათვის სპეციალისტების კანდიდატურების განხილვა, შეთანხმება, ექსპერტთა ერთიანი რეესტრის წარმოება და მისი საჯაროობის უზრუნველყოფა; სამშენებლო საქმიანობის სფეროში, თანამედროვე მოთხოვნათა გათვალისწინებით, ახალი ტექნოლოგიების, საშენი მასალების წარმოების განვითარებისა და დანერგვის ხელშეწყობა;
- სამშენებლო სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, შეხვედრების, სემინარების, კონფერენციების ორგანიზება და გამოცდილების დანერგვა;
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები:
ა) მშენებლობის საქმეთა სამმართველო
ბ) სამშენებლო საქმიანობის სამართლებრივი რეგულირების სამმართველო
საკონტაქტო ინფორმაცია
რუსუდან სულამანიძე
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - სამშნებლო საქმიანობის სამართლებრივი რეგულირების სამმართველოს უფროსი
ელ-ფოსტა: rsulamanidze@moesd.gov.ge
ტელ: +(999 32)
----------------------------------------------------------------------------------------------------
ზურაბ მესხი
მშენებლობის საქმეთა სამმართველოს უფროსი
ელ-ფოსტა: zmeskhi@moesd.gov.ge
ტელ: +(999 32) 299 10 45