- მთავარი
- სამინისტრო
- ცენტრალური აპარატი
საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტიციების მხარდაჭერის დეპარტამენტის ფუნქციები:
- საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავების, ინვესტიციების განხორციელებისა და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს ფორმირების ხელშეწყობა, მათი რეალიზაციისათვის საჭირო ღონისძიებათა კოორდინაცია და მონიტორინგი;
- საინვესტიციო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფო უწყებებს შორის ეფექტიანი კომუნიკაცია და კოორდინაცია; მსხვილ ან/და სტრატეგიულ საინვესტიციო პროექტებზე, პოლიტიკის ფარგლებში, შესაბამისი რეაგირების განხორციელება;
- საჭიროების შემთხვევაში, კონკრეტულ საინვესტიციო პროექტზე დეტალური ანალიზის მომზადება;
- ინვესტორთან პირდაპირი და მჭიდრო კომუნიკაცია და მისი მხარდაჭერა;
- საინვესტიციო პოლიტიკისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისთვის საკანონმდებლო ბაზის ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება;
- საინვესტიციო სტრატეგიის შემუშავება და მონიტორინგი;
- დაკავშირებული მხარეებისგან ინფორმაციის გამოთხოვისა და, საჭიროების შემთხვევაში, კონსულტაციების ორგანიზება;
- საინვესტიციო პოლიტიკის განხორციელების პროცესში არსებული პრობლემებისა და განვითარების შესაძლებლობების გამოვლენა;
- ინვესტიციების ზრდის ხელშემწყობი ინიციატივებისა და რეფორმების განხორციელების ხელშეწყობა.
საკონტაქტო ინფორმაცია
ვალერიან გვალია
დეპარტამენტის უფროსი
ელ-ფოსტა: vgvalia@moesd.gov.ge
ტელ:
----------------------------------------------------------------------------------------------------
დაგვიკავშირდით
1403
2 99 11 11
შიდა აუდიტი
2 99 11 61
2 99 11 70
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2021 ©