- მთავარი
- სამინისტრო
- ცენტრალური აპარატი
ადმინისტრაციული დეპარტამენტის ფუნქციები:
- სამინისტროს საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა; სამინისტროს საბიუჯეტო სახსრებისა და საშუალებების დაგეგმვის უზრუნველყოფა;
- სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის შემუშავება და მისი აღსრულების კოორდინაცია;
- ადმინისტრაციული შენობისათვის საექსპლოატაციო პირობების შექმნის უზრუნველყოფა;
- სამინისტროს ბალანსზე არსებული ძირითადი საშუალებებისა და მცირეფასიანი ინვენტარის აფასების, ჩამოწერისა და გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად დოკუმენტაციის მომზადება, შესყიდვის პროცედურების კოორდინაცია და კონტროლი;
- სამინისტროს საჭიროებებიდან გამომდინარე, ტექნიკური და კომპიუტერული მოწყობილობების ახალი ინოვაციური მოწყობილობებით ჩანაცვლება და მათზე მონიტორინგის წარმოების უზრუნველყოფა;
- აქტიური მონაწილეობის მიღება სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებთან ინფორმაციის გაცვლის დაცული ქსელების წარმოებაში;
- სამინისტროში არსებული კომპიუტერული ქსელის სისტემების ადმინისტრირებისა და მართვის უზრუნველყოფა, ამასთან, მისი შიდა და გარე ქსელური პერიმეტრის დაცვა;
- საჭიროების შემთხვევაში, საკონსულტაციო მომსახურების გაწევა სამინისტროს მოსამსახურეთათვის კომპიუტერულ ტექნიკასთან, კომპიუტერულ პროგრამებსა და ინტერნეტთან მუშაობასთან დაკავშირებით;
- მოქალაქეთა და ინვესტორთათვის სამინისტროს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებსა და პროექტებთან ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
- არსებული სერვისების მხარდაჭერისა და ახალი ინოვაციური მომსახურების დანერგვის, მონაცემთა უწყვეტობისა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
- სამინისტროში, როგორც პროგრამული, ასევე კავშირგაბმულობისა და ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფა, პერიოდული ანალიზი და შესაბამისი სტატისტიკის წარმოება;
- საგანგებო სიტუაციების, მობილიზაციის რეჟიმის, სამობილიზაციო გეგმების შემუშავების კოორდინაცია;
- სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში, კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო საიდუმლოებათა რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელება;
- სამინისტროში საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება;
- საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული დავალებების, აგრეთვე მინისტრის დავალებებისა და ბრძანებების შესრულების კონტროლი;
- საქმისწარმოების ერთიანი წესების შესაბამისად, ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავებისა და მოძრაობის უზრუნველყოფა;
- სამინისტროში შესულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლი;
- სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სხვა ორგანოების საქმიანობის კოორდინაციაში მონაწილეობის მიღება.
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) საფინანსო სამმართველო
ბ) სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო
გ) ლოჯისტიკის სამმართველო
დ) სისტემური და ქსელური უზრუნველყოფის სამმართველო
ე) პროგრამული განვითარების სამმართველო
ვ) საქმისწარმოების სამმართველო
საკონტაქტო ინფორმაცია
ნინო მურჯიკნელი
დეპარტამენტის უფროსი
ელ-ფოსტა: murjikneli@moesd.gov.ge
ტელ: +(999 32) 299 11 12
----------------------------------------------------------------------------------------------------
ზურაბ კეკელია
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
ელ-ფოსტა: zkekelia@moesd.gov.ge
ტელ:
----------------------------------------------------------------------------------------------------
სოფიო მაგრაქველიძე
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე / საფინანსო სამმართველოს უფროსი
ელ-ფოსტა: smagrakvelidze@moesd.gov.ge
ტელ: +(999 32) 299 10 28
----------------------------------------------------------------------------------------------------
მიხეილ ხუციძე
სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს უფროსი
ელ-ფოსტა: mkhutsidze@moesd.gov.ge
ტელ: +(999 32) 299 10 01
----------------------------------------------------------------------------------------------------
ლევან ლობჯანიძე
ლოჯისტიკის სამმართველოს უფროსი
ელ-ფოსტა: llobjhanidze@moesd.gov.ge
ტელ: +(999 32) 299
----------------------------------------------------------------------------------------------------
ზვიად გოგილავა
სისტემური და ქსელური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი
ელ-ფოსტა: zgogilava@moesd.gov.ge
ტელ: +(999 32) 299 11 02
----------------------------------------------------------------------------------------------------
ნინო ლომინეიშვილი
პროგრამული განვითარების სამმართველოს უფროსი
ელ-ფოსტა: nlomineshvili@moesd.gov.ge
ტელ: +(999 32) 299 10 14
----------------------------------------------------------------------------------------------------
თინათინ ფიფია
საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი
ელ-ფოსტა: tpipia@moesd.gov.ge
ტელ: +(999 32) 299 10 77