სატრანსპორტო უსაფრთხოების მოკვლევის ბიუროს ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:
- საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო ავიაციის, სარკინიგზო, საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სერიოზული სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევა და შესაბამისი დასკვნ(ებ)ის მომზადება;
- საავიაციო, სარკინიგზო, საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის სფეროში მომხდარი ინციდენტისა და შემთხვევის მოკვლევისას მისი თანამდევი გარემოებების ყოველმხრივი შესწავლა, გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების დადგენა, მასში მონაწილე პირთა ქმედებების შეფასება, პრევენციული ღონისძიებების შემუშავება, საერთაშორისო ორგანიზაციისა და ევროკავშირის შესაბამისი რეზოლუციებისა და დირექტივების შესაბამისად;
- უცხო სახელმწიფოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდზე, ან სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებაზე საქართველოს ტერიტორიაზე, აგრეთვე, უცხო სახელმწიფოს დროშით მცურავ გემზე, საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში, საქართველოს შიდა სახმელეთო წყლებში, ასევე საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, მომხდარი სერიოზული სატრანსპორტო შემთხვევისა და ინციდენტის შესახებ მოკვლევაში მონაწილეობის მიღების უფლების მქონე სახელმწიფოების ინფორმირება და მათი წარმომადგენლების მოკვლევაში მონაწილეობის უზრუნველყოფა;
- სამოქალაქო ავიაციის, სარკინიგზო, საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის სფეროებში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავება და მიწოდება შესაბამისი სფეროს ტრანსპორტის სააგენტოებისთვის, სატრანსპორტო საწარმოებისთვის, უწყებებისა და იურიდიული პირებისთვის;
- საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო ავიაციის, სარკინიგზო, საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სერიოზული სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების, ასევე საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულ საჰაერო ხომალდებზე, სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებზე, თუ საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემებზე სხვა სახელმწიფოში მომხდარი სერიოზული სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა და სისტემატიზაცია;
- თავისი კომპეტენციის ფარგლებში ყოველწლიური ანგარიშგების წარმოება; საერთაშორისო საავიაციო, სარკინიგზო და საზღვაო ორგანიზაციებთან, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უცხო სახელმწიფოთა შესაბამის დაწესებულებებთან თანამშრომლობა, სხვა სახელმწიფოთა საავიაციო, სარკინიგზო და საზღვაო დაწესებულებებთან შეთანხმებების დადებაში მონაწილეობის მიღება;
- შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
- მოკვლევის ბიუროს მოსამსახურეთა 24 საათიანი მზადყოფნისა და საავიაციო, სარკინიგზო, საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სერიოზული შემთხვევის/ინციდენტის ადგილზე დაუყოვნებლივ მივლინების უზრუნველყოფა.
საკონტაქტო ინფორმაცია
სატრანსპორტო უსაფრთხოების მოკვლევის ბიურო
ელ-ფოსტა: tsib@moesd.gov.ge
------------------------------------------------------------------------------------------------
კახაბერ გუდიაშვილი
დეპარტამენტის უფროსი
ელ-ფოსტა: kgudiashvili@moesd.gov.ge
ტელ:
------------------------------------------------------------------------------------------------
სატრანსპორტო უსაფრთხოების მოკვლევის ბიუროს დებულება