- მთავარი
- სამინისტრო
- ცენტრალური აპარატი
ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტის ფუნქციები:
- ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი;
- ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ანგარიშებზე დაყრდნობით ძირითადი ტენდენციების გამოვლენა;
- ქვეყნის მაკროეკონომიკური რისკფაქტორების გამოვლენა და ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად რეკომენდაციების შემუშავება;
- წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით, სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის და სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფებისთვის ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი ანგარიშების მომზადება;
- საჭიროების შემთხვევაში, კონკრეტულ ეკონომიკურ პროცესებზე დეტალური ანალიზის მომზადება;
- დაკავშირებულ მხარეებთან (საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ექსპერტები და სხვა) ინფორმაციის გამოთხოვისა და, საჭიროების შემთხვევაში, კონსულტაციების ორგანიზება;
- ეკონომიკაში არსებული პრობლემებისა და განვითარების შესაძლებლობების გამოვლენა;
- ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი ინიციატივებისა და რეფორმების განხორციელება და განხორციელების ხელშეწყობა;
- ეკონომიკასა და სამეწარმეო გარემოზე მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე ინიციატივებისა და გადაწყვეტილებების შეფასება და მონიტორინგი;
- სამეწარმეო გარემოს ანალიზი და მისი გაუმჯობესების მიზნით წინადადებების შემუშავება დაინტერესებული მხარეების ჩართულობით;
- საინვესტიციო გარემოს ანალიზი;
- საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავება და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით წინადადებების მომზადება;
- საჭიროების შემთხვევაში, ქვეყნის ინდუსტრიული პოლიტიკის მიმართულებების განსაზღვრა, ეკონომიკის კონკურენტუნარიანი მიმართულებების იდენტიფიცირება და მათი განვითარების ხელშეწყობაში მონაწილეობა;
- ეკონომიკაში არსებულ პრობლემებსა და განვითარების შესაძლებლობებზე საჭირო ინფორმაციის მიღების უზრუნველსაყოფად კომუნიკაციის ეფექტიანი არხების აწყობა;
- ეფექტიანობის გაზრდის მიზნით საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა და დანერგვა;
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
1. ეკონომიკური რეფორმების სამმართველო
2. ეკონომიკური ანალიზის სამმართველო
საკონტაქტო ინფორმაცია
ქეთევან ჩაფიძე
დეპარტამენტის უფროსი
ელ-ფოსტა: kchapidze@moesd.gov.ge
ტელ: +(995 32) 299 11 42
----------------------------------------------------------------------------------------------------
ნინო ლობჟანიძე
ეკონომიკური რეფორმების სამმართველოს უფროსი
ელ-ფოსტა: nlobjanidze@moesg.gov.ge
ტელ: +(995 32) 299 10 47