- მთავარი
- სამინისტრო
- ცენტრალური აპარატი
ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის ფუნქციები:
- ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა;
- ეკონომიკური პოლიტიკის დაგეგმვის პროცესის წარმართვა, პოლიტიკის კოორდინაცია, პოლიტიკის განხორციელების მონიტორინგი და შეფასება დაინტერესებული მხარეების ჩართულობით;
- მონიტორინგის პროცესში არსებული ხარვეზების ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება;
- კომპეტენციის ფარგლებში, პოლიტიკის დოკუმენტების სამოქმედო გეგმების შესრულების თაობაზე ანგარიშების მომზადება;
- ქვეყნის პრიორიტეტული მიმართულებებისთვის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა, მათ შორის, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების, სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესების, სახელმწიფო ქონების მართვის მიმართულებებითა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება დაინტერესებული მხარეების ჩართულობით;
- ქვეყნის ეკონომიკური რეფორმებისა და ინსტიტუციურ-სამართლებრივი რეგულირების სისტემის შემუშავებაში მონაწილეობა;
- შესაბამის უწყებებთან ერთად სექტორული ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა;
- საჯარო და კერძო სექტორს შორის დიალოგის წარმოება და თანამშრომლობის გაღრმავება;
- კანონპროექტებსა და სხვა სახის ინიციატივებზე რეგულირების გავლენის შეფასების ანალიზის განხორციელება;
- საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, სახელმწიფო და სამთავრობათაშორისო მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში;
- საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციების შესახებ ანალიტიკური კვლევების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში;
- სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრისა და წარმართვის თაობაზე წინადადებების მომზადება;
- საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესწავლა და შეფასება;
- დონორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, შრომის ბაზრის მოთხოვნის კვლევა და ანალიზი;
- კერძო სექტორთან თანამშრომლობით, შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიებისა და კვალიფიკაციების გამოვლენა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება სამინისტროს ხელმძღვანელობისა და სხვა დაინტერესებული უწყებებისთვის;
- შრომის ბაზრის მდგომარეობასთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტების მომზადებაში მონაწილეობა, კომპეტენციის ფარგლებში;
- სახელმწიფო უწყებებთან/ორგანიზაციებთან თანამშრომლობა შრომის ბაზრის შესახებ ინფორმაციის მოძიების/გაცვლის მიმართულებით;
- შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის ფუნქციონირების ხელშეწყობა.
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
- ეკონომიკური პოლიტიკის და რეგულირების გავლენის შეფასების სამმართველო
- შრომის ბაზრის ანალიზის სამმართველო
საკონტაქტო ინფორმაცია
ცისნამი საბაძე
დეპარტამენტის უფროსი
ელ-ფოსტა: tsisnami@moesd.gov..ge
ტელ: +(999 32) 299 10 65
----------------------------------------------------------------------------------------------------
თეა ლოლაძე
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
ელ-ფოსტა: tloladze@moesd.gov..ge
ტელ: +(999 32) 299 10 40
----------------------------------------------------------------------------------------------------
ნინო ბერიანიძე
ეკონომიკური პოლიტიკის და რეგულირების გავლენის შეფასების სამმართველოს უფროსი
ელ-ფოსტა: nberianidze@moesd.gov..ge
ტელ:
----------------------------------------------------------------------------------------------------
გიორგი გამყრელიძე
შრომის ბაზრის ანალიზის სამმართველოს უფროსი
ელ-ფოსტა: ggamkrelidze@moesd.gov..ge
ტელ: