კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის  ფუნქციები:

  • ელექტრონული კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ფოსტის, ასევე სამეცნიეროტექნოლოგიური ინოვაციების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში; 
  • ქვეყანაში ექსპორტზე ორიენტირებული სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინოვაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიური პროდუქტების გაჩენის ხელშეწყობისათვის, ასევე სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროდუქტების კომერციალიზაციის ხელშეწყობისათვის სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიისა და პრიორიტეტის განსაზღვრა და მათზე დაფუძნებული პროგრამების შემუშავება, განხორციელება და მონიტორინგი; 
  • ელექტრონული კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ფოსტის, ასევე სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროს განვითარებისა და სრულყოფის სტრატეგიის, პროგრამების შემუშავება და კანონით დადგენილი წესით დამტკიცების შემდეგ მათ განხორციელებაში მონაწილეობა; 
  • ქვეყანაში საინფორმაციო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და განვითარების პოლიტიკის შემუშავება და მის განხორციელებაში მონაწილეობა;
  • საქართველოს ელექტრონული ხელისუფლების კონცეფციის, სტრატეგიული გეგმისა და პროგრამის შემუშავება სახელმწიფო მმართველობის სრულყოფისათვის, ინოვაციების, საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ბაზაზე; 
  • კიბერ და საინფორმაციო უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და მონიტორინგი; 
  • ელექტრონული კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ფოსტის, ასევე სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა; 
  • სათანადო ღონისძიებათა შემუშავება ქვეყნის ელექტრონული კომუნიკაციებისა და ფოსტის ქსელების მსოფლიო ელექტრონული კომუნიკაციებისა და ფოსტის გლობალურ ქსელებში ინტეგრირების მიზნით; 
  • ქვეყნის სამეცნიეროტექნოლოგიური ინოვაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიური პროდუქტების სათანადო ღონისძიებათა შემუშავება ლოკალურ და გლობალურ ბაზრებზე დამკვიდრების ხელშეწყობისათვის;
  • ქვეყნის ელექტროკომუნიკაციებისა და ფოსტის ქსელებში მოწინავე ტექნიკისა და ტექნოლოგიების, ტექნიკური ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობა; 
  • ქვეყანაში ელექტრონული კომუნიკაციებისა და ფოსტის ქსელებისა და საშუალებების, ინფორმატიზაციის განვითარების, სრულყოფისა და ფუნქციონირების კოორდინაცია; 
  • საგანგებო ან/და საომარი მდგომარეობის დროს, მათ შორის, კიბერან/და საინფორმაციო შეტევების პერიოდში, საერთო სარგებლობის ელექტრონული კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიური და ფოსტის ქსელებისა და საშუალებათა ფუნქციონირების კოორდინაცია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა;
  • საფოსტო საგადახდო ნიშნების (მარკები, მარკირებული კონვერტები და მარკირებული ღია ბარათები) გამოცემისა და გავრცელების ორგანიზება; 
  • იმ გზავნილებათა ნუსხის მომზადება, რომელთა სახელმწიფოში შემოტანა ან სახელმწიფოდან გატანა საფოსტო კავშირის ქსელებით აკრძალული ან შეზღუდულია; 
  • ელექტრონული კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ფოსტის, ასევე სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროების ტექნიკური და ეკონომიკური ანალიზი, მათი შემდგომი განვითარების პროგნოზირება; 
  • ნუმერაციის ეროვნული სისტემის შემუშავებაში მონაწილეობა; 
  • ელექტრონული კომუნიკაციებისა და ფოსტის სფეროში სტანდარტების ჩამონათვალის შედგენასა და მის განხორციელებაში მონაწილეობა; 
  • გეოსტაციონარულ ორბიტაზე საქართველოს პოზიციების გამოყენების, რადიოელექტრონულ საშუალებათა ელექტრომაგნიტური შეთავსებადობის ტექნიკური პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა; 
  • ორგანიზაციებთან, უცხო ქვეყნების კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ადმინისტრაციებთან თანამშრომლობა, კანონმდებლობით დადგენილი წესით; 
  • საინფორმაციო და საკომუნიკაციო ბაზრის ლიბერალიზაციის, შესაბამისი საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის შემუშავება; 
  • ელექტრონული სერვისების, ელექტრონული კომერციის, ინტერნეტკონტენტის მიმართულებით შესაბამისი საკანონმდებლონორმატიული ბაზის განვითარების მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიისა და პრიორიტეტის განსაზღვრა და მათზე დაფუძნებული პროგრამების შემუშავება, განხორციელება, ამ პროცესის შესწავლა და ანალიზი.

 

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ელექტრონული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების სამმართველო

ბ) ფოსტის განვითარების სამმართველო

 


საკონტაქტო ინფორმაცია


ეკა ყუბუსიძე
დეპარტამენტის უფროსი

ელ-ფოსტაekubusidze@moesd.gov.ge 
ტელ:  +(999 32) 299 11 15

-----------------------------------------------------------------------------------------

სიფიო თვალავაძე
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე 

ელ-ფოსტა: stvalavadze@moesd.gov.ge
ტელ: +(999 32) 299 10 99

-----------------------------------------------------------------------------------------

გიორგი დაფქვიაშვილი 
ელექტრონული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსი 

ელ-ფოსტა: gdapkviashvili@moesd.gov.ge 
ტელ: +(999 32) 299 10 41

----------------------------------------------------------------------------------------

მარინე რუხაძე 
ფოსტის განვითარების სამმართველოს უფროსი

ელ-ფოსტა: mrukhadze@moesd.gov.ge
ტელ: +(999 32) 299 10 42

 

 

 

 

 

 

დამატებით ამ თემაზე