ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურა

”პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ”  საქართველოს კანონი - კანონი არეგულირებს ისეთ ორგანიზებულ საქმიანობას ან მოქმედებას, რომელიც ეხება პირთა განუსაზღვრელ წრეს და შეიცავს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებულ საფრთხეს. აგრეთვე კონკრეტული პროდუქციისადმი სავალდებულო ტექნიკური მოთხოვნების მიღებისა და ამ მოთხოვნებთან, ასევე ნებაყოფლობით სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასების სფეროში წარმოშობილ ურთიერთობებს. ამრიგად, აღნიშნული კანონი ადგენს საქართველოში პროდუქციის, მომსახურების, სხვა ობიექტების (შემდგომ-პროდუქცია) სავალდებულო და ნებაყოფლობითი სერტიფიკაციის სამართლებრივ საფუძველებს, აგრეთვე სერთიფიკაციის მონაწილეთა უფლებებს, ვალდებულებებს და პასუხიმგებლობას.

2010 წლის 16 ივლისის საქართველოს მთავრობის N965 განკარგულება ”სტანდარტიზაციის, აკრედიტაციის, შესაბამისობის შეფასების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის სფეროში საქართველოს მთავრობის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ” - დოკუმენტის მიზანია ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების (TBT) მოსახსნელად, თანამედროვე ტექნიკური რეგულირებისა და ხარისხის ინფრასტრუქტურის სისტემის ჩამოსაყალიბებლად მყარი ბაზის შექმნა (დახვეწა), ასევე, ადამიანის ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და გარემოს დაცვა.

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 სექტემბერის  №170 დადგენილება „სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და შესაბამისობის შეფასების პროცედურების მოქმედი დოკუმენტებისა და მათი პროექტების შესახებ შეტყობინებათა გაგზავნისა და ინფორმაციის გაცვლის წესის დამტკიცების თაობაზე“ - განსაზღვრავს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების, შესაბამისობის შეფასების პროცედურების და მათი პროექტების შესახებ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისათვის საქართველოს მიერ (საინფორმაციო ცენტრის მეშვეობით) შეტყობინებათა გაგზავნისა და ინფორმაციის ურთიერთგაცვლის წესს. ასევე ეროვნული საინფორმაციო ცენტრის, სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებების ვალდებულებებს, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის “ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების შესახებ“ შეთანხმების მოთხოვნების  შესასრულებად.  

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 10 სექტემბერის № 1- 1/1740 ბრძანება „სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტის შექმნის პროცედურისა და ფუნქციონირების წესის დამტკიცების შესახებ“ - ადგენს სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტის შექმნის პროცედურიებსა და მათი ფუნქციონირების წესი.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის  ოქტომბრის N 1-1/1109 ბრძანება ტექნიკური რეგლამენტი „სახელმწიფო კონტორილს დაქვემდებარებული (დაკანონებული) გაზომვის საშუალებებისადმი მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ - განსაზღვრავს საქართველოში მოქმედი დაკანონებული გაზმოვის საშუალების  უსაფრთხოების მახასიათებლებს.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 14 ივნისის ბრძანება N 1-1/525„დაკანონებული გაზომვის საშუალებების ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშნის შემოღების და გაზომვის საშუალებაზე დატანის წესის თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ - განსაზღვრავს დაკანონებული გაზომვის საშუალების ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშნის ფორმას და დაკანონებულ გაზმოვის საშუალებაზე მისი დატანის მოთხოვნებს.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 26 მარტის N 1–1/494 ბრძანება, ტექნიკური რეგლამენტის – „სახელმწიფო ეტალონების შენახვისა და გაუქმების წესის“ დამტკიცების შესახებ - განსაზღვრავს გაზომვის ერთეულის სახელმწიფო (ეროვნულ) ეტალონების შენახვისა და გაუქმების წესს.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 11 ოქტომბრის №1-1/1108 ბრძანება ტექნიკური რეგლამენტი „ცდომილებათა ხარისხის გათვალისწინებით დაკანონებულ გაზომვის საშუალებათა კლასიფიკაციის“ დამტკიცების თაობაზე - განსაზღვრავს დაკანონებული გაზომვის საშუალებების, ცთომილებათა ხარისხის გათვალისწინებით, კლასიფიკაციას, რომელიც ხორციელდება შემდეგი მეტროლოგიური მახასიათებლების შესაბამისად: ა) გაზომვის დიაპაზონი; ბ)გაზომვის ცდომილება; გ)სიზუსტის კლასი; დ)თანრიგი (სანიმუშო გაზომვის საშუალებების ცდომილებებისათვის).

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის  № 1-1/793 ბრძანება ტექნიკური რეგლამენტის „დაკანონებული გაზომვის საშუალებების პირველადი და პერიოდული დამოწმება”  დამტკიცების შესახებ - ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც ატარებენ დაკანონებული გაზომვის საშუალებების პირველად და პერიოდული დამოწმების სამუშაოებს.  მასში აღწერილია პროცედურები და განსაზღვრულია ზეგავლენის მქონე ფაქტორები, რომლებიც დაკავშირებულია დამოწმებისადმი სწორი მიდგომის შერჩევასთან.

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 სექტემბერის  №170 დადგენილება „სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და შესაბამისობის შეფასების პროცედურების მოქმედი დოკუმენტებისა და მათი პროექტების შესახებ შეტყობინებათა გაგზავნისა და ინფორმაციის გაცვლის წესის დამტკიცების თაობაზე“ - განსაზღვრავს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების, შესაბამისობის შეფასების პროცედურების და მათი პროექტების შესახებ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისათვის საქართველოს მიერ (საინფორმაციო ცენტრის მეშვეობით) შეტყობინებათა გაგზავნისა და ინფორმაციის ურთიერთგაცვლის წესს. ასევე ეროვნული საინფორმაციო ცენტრის, სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებების ვალდებულებებს, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის “ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების შესახებ“ შეთანხმების მოთხოვნების  შესასრულებად.  

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 10 სექტემბერის № 1- 1/1740 ბრძანება „სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტის შექმნის პროცედურისა და ფუნქციონირების წესის დამტკიცების შესახებ“ - ადგენს სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტის შექმნის პროცედურიებსა და მათი ფუნქციონირების წესი.


საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის  ოქტომბრის N 1-1/1109 ბრძანება ტექნიკური რეგლამენტი „სახელმწიფო კონტორილს დაქვემდებარებული (დაკანონებული) გაზომვის საშუალებებისადმი მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ - განსაზღვრავს საქართველოში მოქმედი დაკანონებული გაზმოვის საშუალების  უსაფრთხოების მახასიათებლებს.


საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 14 ივნისის ბრძანება N 1-1/525„დაკანონებული გაზომვის საშუალებების ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშნის შემოღების და გაზომვის საშუალებაზე დატანის წესის თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ - განსაზღვრავს დაკანონებული გაზომვის საშუალების ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშნის ფორმას და დაკანონებულ გაზმოვის საშუალებაზე მისი დატანის მოთხოვნებს.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 26 მარტის N 1–1/494 ბრძანება, ტექნიკური რეგლამენტის – „სახელმწიფო ეტალონების შენახვისა და გაუქმების წესის“ დამტკიცების შესახებ - განსაზღვრავს გაზომვის ერთეულის სახელმწიფო (ეროვნულ) ეტალონების შენახვისა და გაუქმების წესს.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 11 ოქტომბრის №1-1/1108 ბრძანება ტექნიკური რეგლამენტი „ცდომილებათა ხარისხის გათვალისწინებით დაკანონებულ გაზომვის საშუალებათა კლასიფიკაციის“ დამტკიცების თაობაზე - განსაზღვრავს დაკანონებული გაზომვის საშუალებების, ცთომილებათა ხარისხის გათვალისწინებით, კლასიფიკაციას, რომელიც ხორციელდება შემდეგი მეტროლოგიური მახასიათებლების შესაბამისად: ა) გაზომვის დიაპაზონი; ბ)გაზომვის ცდომილება; გ)სიზუსტის კლასი; დ)თანრიგი (სანიმუშო გაზომვის საშუალებების ცდომილებებისათვის).

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის  № 1-1/793 ბრძანება ტექნიკური რეგლამენტის „დაკანონებული გაზომვის საშუალებების პირველადი და პერიოდული დამოწმება”  დამტკიცების შესახე - ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც ატარებენ დაკანონებული გაზომვის საშუალებების პირველად და პერიოდული დამოწმების სამუშაოებს.  მასში აღწერილია პროცედურები და განსაზღვრულია ზეგავლენის მქონე ფაქტორები, რომლებიც დაკავშირებულია დამოწმებისადმი სწორი მიდგომის შერჩევასთან.



დამატებით ამ თემაზე