კომპონენტი 3 –ინოვაციური ფინანსური მექანიზმების განვითარება (მათ შორის, კარბონის ფინანსირება) სამრეწველო ენერგოეფექტურობისა და დაბალი კარბონის ტექნოლოგიების სფეროში ინვესტიციებისათვის

 

პროექტის მიზანია მობილიზება გაუკეთოს და გააქტიუროს დაფინანსება ადგილობრივი თუ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისაგან და ასევე, უზრუნველყოს ინვესტიციები  სამრეწველო საწარმოებიდან. პროექტი მჭიდროდ ითანამშრომლებს ქვეყნებთან, პარტნიორ მთავრობებთან და მონაწილე მხარეებთან, რათა გამოავლინოს ინოვაციური და სათანადო ფინანსური მექანიზმები და დახმარება გაუწიოს დიზაინის პროცესში. 

პროექტის ინტერვენციები დამოკიდებული იქნება საერთაშორისო და ეროვნული ექსპერტული დახმარების კოორდინაციაზე სამრეწველო ენერგოეფექტურობის სფეროებში და კარბონის ფინანსირებაში პირდაპირი დახმარებით, UNIDO-ს მიერ ცოდნის აქტივებისა და ტრენინგის პროგრამების გაზიარებით, საპილოტე პროექტებზე და ენერგოეფექტურობის ფინანსირებისა და ინვესტიციების ხელშეწყობით. 
 

  • ტრენინგი საქართველოს საბანკო სექტორისთვის ენერგოეფექტურობის სფეროში შესაძლებლობების განვითარებისათვის


გარდა საგანმანათლებლო პროგრამისა ISO 50001-ში და ტრენინგებისა ენერგოეფექტურობის დირექტივის საკითხებში, UNIDO და KPC „ენერგოეფექტურობის ცენტრ საქართველოსთან“ თანამშრომლობით უზრუნველყოფს ადგილობრივისაბანკო სექტორის მხარდაჭერას, რათა გაუმჯობესდეს მათი შესაძლებლობები ენერგოეფექტურობის  მდგრადიდაფინანსების კუთხით.

ეს გულისხმობს ბანკის თანამშრომლების შესაძლებლობების განვითარებას საქართველოს სამრეწველო საწარმოებშიენერგოდაზოგვების პოტენციალის იდენტიფიცირებისათვის, კლიენტებისთვის შესაძლო ღონისძიებების თაობაზეკონსულტაციების გაწევისათვის და პროექტის დაფინანსების, რისკების შემცირებისა და განხორციელების შემდგომიხელშეწყობის მიზნით.

ბანკების თანამშრომლების ასეთი უნარ-ჩვევები ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ენერგოეფექტურობის პროექტებისდაფინანსება სამრეწველო კომპანიების მუშაობის გასაუმჯობესებლად და საწარმოო ხაზების მოდერნიზაციისათვის კვლავრჩება პრობლემატურ საკითხად.

ბანკის თანამშრომლები არა მარტო ხელს უნდა უწყობდნენ მდგრადი ენერგეტიკული ინვესტიციების განხორციელებას, არამედ აგრეთვე უნდა სთავაზობდნენ ინოვაციურ, ხელმისაწვდომ და ეფექტურ ფინანსურ ინსტრუმენტებს.

აქედან გამომდინარე, ბანკის თანამშრომლები უნდა აცნობიერებდნენ მდგრადი ენერგოტექნოლოგიების სარგებელს, რათაშესთავაზონ იგი სხვებსაც.

ამ ტრენინგის მეშვეობით პერსონალმა უნდა შეიძინოს ის ინსტრუმენტები და კომპეტენციები, რაც მას საშუალებას მისცემს შეაფასოს მდგრადი ენერგეტიკული ინვესტიციები, კერძოდ, მოსალოდნელი ენერგეტიკული და ფინანსური დანაზოგები,ფულადი ნაკადები და დაკავშირებული პოტენციური რისკები.

ტრენინგი აგრეთვე მიზნად ისახავს მონაწილე ბანკების მოტივირებას პოტენციურ კლიენტებზე მორგებული ფინანსურიპროდუქტების შემდგომი განვითარებისთვის.

და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ბანკებს ეძლევათ რჩევა, შეიმუშავონ მკაფიო ინსტრუქციები და პროცედურებისხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის, რათა მათ იცოდნენ ასეთი პროდუქტის შესახებ და ერთობლივადიმოქმედონ, რაც გულისხმობს სწორად წარმართულ და კოორდინირებულ პროცესებს ბევრად უკეთესი შედეგებით.

ტრენინგზე მოხდა ზოგადი ინფორმაცის მიწოდება ენერგოეფექტურობის ინვესტიციების ტექნიკური და ფინანსურისარგებლების შესახებ და იმ ზოგადი ღონისძიებების მაგალითების განხილვა, რომლებიც შეიძლება განხორციელდესსაქართველოს სამრეწველო საწარმოების მიერ და რაც მონაწილეებს გააცნობს საქართველოს ენერგოეფექტურობის ბაზარსზოგადად, და განსაზღვრავს ბიზნეს შესაძლებლობებს მათი ბანკებისა და პარტნიორი კომპანიებისათვის.

ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოში მდგრადი ენერგეტიკული გადაწყვეტილებების წარმატებით განხორციელებისსაქმეში. გასაკეთებელი კი გაცილებით მეტია.


ენერგეტიკული და სხვა დანაზოგები მრეწველობაში

ენერგოეფექტურობის ბაზრის მოცულობა მრეწველობაში

სათბურის აირების გატყორცნის შემცირება საქართველოს სამრეწველო სექტორში ენერგოეფექტურობის ამაღლების საშუალებით

სათბური გაზების ემისიის შემცირება ინდუსტრიულ სექტორში ენერგო ეფექტურობის გაუმჯობესების გზით საქართველოში

 

 

 

დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2021 ©