მიმდინარეობს საქართველოს მთავრობის 2022 წლის 6 ივნისის N977 განკარგულებისა და 2022 წლის 7 თებერვლის N2/22 ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე დამუშავებული დოკუმენტაციის - მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელი წეროვანის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №72.08.01.054) ლოჯისტიკური პარკის განაშენიანების დეტალური გეგმის განხილვა.
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ წეროვანში, სოფელ ჩარდახის მიმდებარედ. ტერიტორიის ფართობია 232635 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ქალაქ მცხეთიდან დაშორებულია 23 კილომეტრით, დედაქალაქიდან 28 კილომეტრით. საკვლევი ტერიტორიის რელიეფი წარმოადგენს მდინარეების, ქსნისა და არაგვის აკუმულაციურ დაბლობს და ვაკე რელიეფით ხასიათდება. უბანს აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან გრუნტის გზა, ჩრდილოეთიდან ავტობანი, ხოლო სამხრეთიდან საკარმიდამო ნაკვეთები ესაზღვრება.
დაგეგმილი პროექტი წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტების ლოჯისტიკურ პარკს, რომელიც შედგება „ბ“ კატეგორიის (შენობა-ნაგებობები რისკის დაბალი ფაქტორით) ლოჯისტიკური შენობისგან (თანამედროვე უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით), საოფისე ფართისგან, განვითარებული ინფრასტრუქტურისა და ავტოსადგომებისაგან. საპროექტო ტერიტორიაზე დაგეგმილია 6 საწყობის, მომსახურების ოფისების და მოტელის ტიპის სასტუმროს მშენებლობა. სასტუმრო და ოფისები ავტობანის სიახლოვეს იქნება განთავსებული, ხოლო მათ უკან განვითარდება საწყობები.
მიმდებარე ტერიტორიაზე მსხვილი საწარმოების და განვითარებული სასოფლო მეურნეობის არსებობა ქმნის საჭიროებას განვითარდეს მაღალი სტანდარდებით აღჭურვილი სასაწყობე ფუნქციის კომპლექსი, რომელიც შემდგომში გაქირავდება უსაფრთხო სხვადასხვა პროდუქციის დასასაწყობებლად. დასაწყობდება ყველა ის პროდუქცია, რომელიც არ ითვალისწინებს სპეციალურ ტემპერატურულ რეჟიმს და მალეფუჭებადი პროდუქციისათვის განკუთვნილ სპეციალურ პირობებს. ტერიტორიაზე სამაცივრე ინფრასტრუქტურის განთავსება არ მოხდება. დასაწყობებული პროდუქციის მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება სასაწყობე შენობის (შიდა მოცულობის) ტევადობის მიხედვით.
ტერიტორიაზე გათვალისწინებულია მოწესრიგებული საპარკინგე სისტემა, როგორც მსუბუქი, ასევე სატვირთო მანქანებისთვის. დაგეგმილია სატვირთო მანქანებისთვის - 65 ავტოსადგომის და მსუბუქი მანქანებისთვის - 411 ავტოსადგომის მოწყობა.
საპროექტო ტერიტორიაზე ლოჯისტიკური პარკის განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტთან დაკავშირებით მოსაზრებების წარდგენა შესაძლებელია 10 სამუშაო დღის ვადაში, 2022 წლის 26 აგვისტოს ჩათვლით, შემდეგი ელექტორნული ფოსტის მეშვეობით: nmeskhishvili@suda.gov.ge
განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტის სანახავად ეწვიეთ ბმულს: დოკუმენტაცია
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70