ურეკი-შეკვეთილისთვის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე

 

მიმდინარეობს „ურეკი-შეკვეთილისთვის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის N590 დადგენილებით დამტკიცებულ გენერალურ გეგმაში და განაშენიანების გეგმაში ცვლილების პროექტის დამუშავება.

აღნიშნული პროექტი, ემსახურება კონკრეტულ გეგმარებით არეალზე (იხ. დანართი 1), უსისტემო ურბანული განაშენიანებისათვის  სივრცითი წესრიგის დამყარებას, რაც ასევე გულისხმობს  სატრანსპორტო-საინჟინრო და საპარკო-საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.  აღნიშნულის განხორციელება ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე იწვევს გამწვანებული ტერიტორიის საკურორტო ზონა 1 (შზ-6)-ად ცვლილებას.