ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოფელ ცემის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთებზე ს.კ:N64,25,04,047; N64.25.04.154; საცხოვრებელი და სპორტული კომპლექსის მშნებლობისათვის განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავება
 


მიმდინარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოფელ ცემის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთებზე ს.კ:N64,25,04,047; N64.25.04.154; საცხოვრებელი და სპორტული კომპლექსის მშნებლობისათვის  განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავება.

საპროექტო ტერიტორიის მოიცავს 2 საკადასტრო ერთეულს და საერთო ჯამში ფართობი დაახლოებით შეადგენს 47 340 კვ.მ-ს. საკადასტრო ერთეულებზე იგეგმება საცხოვრებელი და სპორტული კომპლექსის მოწყობა, ტერიტორიზე დაგეგმილია 30-40-მდე 3-4 სართულიანი მანსარდული ტიპის შენობა ერთიანი არქიტექტურული იერსახით და რამდენიმე უფრო მაღალი 6-7 სართულიანი შენობა არქიტექტურულ ანსამბლში დომინანტური მოცულობების შესაქმნელად. შენობების მიწისპირა სართულებზე მოეწყობა კაფე-რესტორნები, მაღაზიები სამედიცინი კაბინეტები, საოფისე სივრცეები და სხვა საყოფაცხოვრებო დანიშნულების კომერციული ობიექტები. ჩრდილო-აღმოსავლეთ ზონაში აშენდება სასპორტო კომპლექსი დახურული კალათბურთის დარბაზით, ტენისის კორტით, ფიტნეს დარბაზით და ფუნქციონირებისთვის საჭირო ფართებით. განაშენიანებისთვის გათვალისწინებული იქნება 2 დონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომი  მიწისქვეშა ავტოსადგომები მოეწყობა სპორტული მოედნების ქვემოთ. კომპლექსის შიდა პერიმეტრზე იმოძრავებენ ელექტრომობილები, რომლებიც სტუმრებს მოემსახურებიან საპარკინგე ზონიდან კომლექსის ნებისმიერ წერტილში მისასვლელად.