„ურეკი-შეკვეთილისთვის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის N590 დადგენილებით დამტკიცებულ გენერალურ გეგმაში და განაშენიანების გეგმაში ცვლილების შეტანის პროექტი
სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში, ამხანაგობა "შეკვეთილი 2019"-ის მიერ წარმოდგენილ იქნა „ურეკი-შეკვეთილისთვის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი გეგმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის N590 დადგენილებით დამტკიცებულ გენერალურ გეგმაში და განაშენიანების გეგმაში ცვლილების შეტანის პროექტი.
პროექტი, ემსახურება კონკრეტულ გეგმარებით არეალზე, უსისტემო ურბანული განაშენიანებისათვის სივრცითი წესრიგის დამყარებას, რაც ასევე გულისხმობს სატრანსპორტო-საინჟინრო და საპარკო-საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. აღნიშნულის განხორციელება ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე იწვევს გამწვანებული ტერიტორიის საკურორტო ზონა 1 (შზ-6)- ად ცვლილებას.
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 42-ე და 43-ე მუხლების საფუძველზე აღნიშნულ პროექტი ექვემდებარება საჯარო განხილვის პროცედურებს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტთან შეთანხმებისა და კანონის დაცვით საჯარო განხილვა დაიგეგმა 2023 წლის 10 მარტს, შემდეგ მისამართზე - ქ. ოზურგეთი, კოსტავას ქ. N1-ში. საჯარო განხილვის დროდ განისაზღვრა 13:00 საათი.
განხილვაზე დასწრება, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. საჯარო განხილვის დროს ხელმისაწვდომი იქნება გენერალურ გეგმისა და განაშენიანების გეგმის ცვლილებასთან დაკავშირებული ელექტრონული დოკუმენტაცია, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა შესაძლებელი იქნება, საჯარო განხილვიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, არაუგვიანეს 2023 წლის 31 მარტისა. სსიპ - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში შემდეგ მისამართზე: ქალაქი თბილისი, სანაპიროს ქ. №2 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: sajaro.gankhilvebi@suda.gov.ge
იხ. აღნიშნული ცვლილების პროექტი და თანდართული დოკუმენტაცია:
ქალამშნებელობით გეგმებში ცვლილების განმარტებითი ბარათი
ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია - ტექსტური ნაწილი
დანართი N3 - ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის გენერალური გეგმა - გრაფიკული ნაწილი
დანართი N4 - ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის განაშენიანების გეგმა - გრაფიკული ნაწილი
დანართი N2 - განაშენიანების დეტალური გეგმის დავალება
დასკვნა - მწვანე ნარგავების სახეობრივი მდგომარეობისა და ხარისხობრივი შეფასების შესახებ
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70